შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დერცელი-კიკიბოს სადავო მიწების საქმე სააპელაციომ წარმოებაში მიიღო

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 იანვარი 2020
სააპელაციო სასამართლომ ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის (EMC) საჩივარი 10 იანვარს მიიღო და დაარეგისტრირა. როდის გაიმართება სასამართლო პროცესები ჯერ ცნობილი არ არის.„საჩივარი მოვამზადეთ, დეკემბერში მიიღო ახალციხის რაიონულმა სასამართლომ და ახლა სააპელაციოშია. თუმცა ჯერ სასამართლო სხდომების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, ჩანიშნული არ არის“, - ამბობს EMC-ის ადვოკატი მერია აღაპიშვილი.დერცელი-კიკიბოს სადავო მიწების საქმეზე ახალციხის რაიონულმა სასამართლომ საპატრიარქოს სასარგებლოდ გადაწყვეტილება 11 ნოემბერს მიიღო. გადაწყვეტილების მიხედვით, სოფლებში არსებული სადავო მიწის ნაკვეთები საპატრიარქოს საკუთრებაში დარჩა და არა ადგილობრივების. საქმე შვიდი ჰექტარი საძოვრის რეგისტრაციას ეხებოდა. EMC-ის ადვოკატები სწორედ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას მოითხოვენ. 13 ოჯახის სასარჩელო მოთხოვნა დერცელი-კიკიბოს ტერიტორიაზე იმ შვიდი ჰექტარის საძოვრის რეგისტრაციის გაუქმებაა, რომლის მიხედვითაც ტერიტორია საქართველოს საპატრიარქოს გასული წლის შემოდგომით გადაეცა. ამ ტერიტორიაზე ტაძარიც შენდება, თუმცა ეს ნაწილი სადვაო არ არის, რადგან ადგილობრივები თანახმა არიან ერთი ჰექტარი საპატრიარქოს დაუთმონ თავისი მიზნების განსახორციელებლად.[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია