შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალქალაქში ტაძრის ორჯერ დარბევის ფაქტი ჯერ გამოძიებული არ არის

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 იანვარი 2020
სოფელ ხულგუმოსა და ბავრასთან ახლოს მდებარე ტაძარი, სადაც სომხური წესის კათოლიკეები სწირავენ, „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია“. იგი 2019 წელს ორჯერ დაარბიეს, სამ აპრილსა და სამ ნოემბერს. ბოლო შემთხვევიდან დაახლოებით სამი თვის შემდეგ გამოძიების პასუხები ცნობილი ჯერ კიდევ არ არის: „ისევ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, - განმარტავენ შსს-ში.ტაძრის პირველი დაზიანების დროს, შსს-მ გამოძიება სსკ–ის 259–ე სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც „კულტურული მემკვიდრეობის საქართველოს კანონმდებლობით დაცული ძეგლის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს“.ნოემბრიდან კი გამოძიება სსკ-ის 156 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. მე-13 საუკუნის ტაძარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2018 წლის 16 მაისს მიენიჭა.[თაკო ფეიქრიშვილი, ახალქალაქი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია