შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გეთიას ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

ეკოლოგია
 18 იანვარი 2019

თბილისში, გეთიას ქ. #30ბ-ში დაფიქსირებულ ფაქტთან დაკავშირებით შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სწრაფი რეაგირების ჯგუფი იმყოფებოდა.

„აბონენტის განცხადებით, წყლის მიწოდება იყო შეწყვეტილი. წყლის მიწოდების აღდგენის შედეგად ჩაირთო ეზოში დამონტაჟებული წყალგამაცხელებელი, რომელიც გადახურდა და გაუჩნდა ცეცხლი. წყალგამაცხელებელი დამონტაჟებული იყო უსაფრთხოების ნორმების დარღვევით. აფეთქება არ დასტურდება. მოსახლეობას მოვუწოდებთ, მაქსიმალური ყურადღება მიაქციონ საკუთარ ფართებში დამონტაჟებულ წყლის გამაცხელებლებსა და გაზის გამათბობლებს.

გაზის ქსელის შემოწმების მიზნით დარეკეთ სწრაფი რეაგირების სამსახურის ნომერზე: 114. უფასო მომსახურება ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია