შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პოლიციელები, რომლებმაც ჟურნალისტს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/11718 
 10 ივნისი 2019
ის პოლიციელები, რომლებმაც 10 ივნისს გამთენისას ქართლი.ჯის ჟურნალისტს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, იდენტიფიცირებულია. ერთ-ერთ მათგანი რამაზ გრიგალაშვილია. სწორედ ის ცდილობდა ჟურნალისტისთვის ტელეფონის წართმევას. მეორე პიროვნებამ კი, რომლის სახელი და გვარი ზუსტდება, ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. საქმე ეხება ავტოავარიას, რომელიც გორთან, ავტობანზე მოხდა. პოლიციის მანქანა, რომელსაც სავარაუდოდ მაღალჩინოსანი მართავდა, ამოტრიალდა და ბორდიურს შეეჯახა.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები