შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

14 მოსწავლე ხაშურიდან 100%-იანი გრანტით

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/12640 
 10 სექტემბერი 2019
ხაშურის მუნიციპალიტეტიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი გრანტი 14-მა სკოლადამთავრებულმა აიღო. აქედან ყველაზე მეტი 5 აბიტურიენტი ქალაქის მე-8 საჯარო სკოლაში სწავლობდა. მე-8 სკოლის მოსწავლეები: მერი ლომიძე-VIII საჯარო სკოლა, სან დიეგოს უნივერსიტეტი, კომპიუტერული ინჟინერია; ნინო გიორგაძე- VIII საჯარო სკოლა, თავისუფალი უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობა, ნინო მჭედლიშვილი - VIII საჯარო სკოლა, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობა; სოფიკო ღონღაძე- VIII საჯარო სკოლა, თავისუფალი უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობა; ალექსი ქურდაძე- VIII საჯარო სკოლა, თავისუფალი უნივერსიტეტი, ბიზნესადმინისტრირება; „გასულ წელსაც პირველები ვიყავით იმ აბიტურიენტების რაოდენობით, რომლებმაც 100%-იანი გრანტი აიღეს. ხაშურის მუნიციპალიტეტიდან სრული დაფინანსება 7-მა მოსწავლემ მიიღო, ჩვენი სკოლიდან 3-მა. მე-8 სკოლის მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც გაცვლით პროგრამაში იღებენ მონაწილეობას და საგაკვეთილო პროცესში თანამდეროვე მეთოდებს ნერგავენ. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რაიონში პირველები ვართ. მოსწავლეები ასევე მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ტესტირებებსა და აქტივობებში“-გვითხრა ხაშურის მე-8 სკოლის დირექტორმა მანანა ხიჩაკაძემ. რაც შეეხება დარჩენილ აბიტურიენტებს სახელმწიფოსგან 100%-იანი დაფინანსება ასევე მიიღეს: მერი გაჩეჩილაძე- VII საჯარო სკოლა, თავისუფალი უნივერსიტეტი, ბიზნესადმინისტრირება; ლუკა თურქაძე- VII საჯარო სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი, ინფორმაციული ტექნოლოგიები; ნინო გაჩეჩილაძე -ხაშურის III საჯარო სკოლა, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკა; ვანო მჭედლიშვილი - ხაშურის III საჯარო სკოლა, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობა; მარიამ კიკნაძე- სურამის IV საჯარო სკოლა, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციოლოგიის ფაკულტეტი; მარიამ ბარბაქაძე -სურამის IV საჯარო სკოლა; თეკლა ლომიძე - სურამის II საჯარო სკოლა, თავისუფალი უნივერსიტეტი ლევან ლოლაძე - ალის საჯარო სკოლა, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფიზიკის ფაკულტეტი ცისია ხაჩიძე - წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონი, თავისუფალი უნივერსიტეტი, ბიზნესადმინისტრირება;
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია