შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორის მერიისა და სახელმწიფო აუდიტის თანამშრომლების ,,მიმოწერამ" გაჟონა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/12643 
 10 სექტემბერი 2019
გორის მერმა კოტე თავზარაშვილმა განაცხადა, რომ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება იმ თანამშრომლის გამოსავლენად, რომელმაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლისგან მიღებული წერილი გაასაჯაროვა. ამის შესახებ გორის მერი qartli.ge-ს ესაუბრა. მისი თქმით, წერილი, რომელიც ჯერ თავად მერსაც არ ჰქონდა წაკითხული, მედიის ხელში აღმოჩნდა. ,,ეს მასალა მოვიდა ელექტრონული ფოსტით, რომელზე წვდომაც ადმინისტრაციის უფროსს ლექსო (ალექსანდრე) თარხნიშვილს აქვს. საკმაოდ მოცულობითი მასალაა, რომელიც ჯერ ოფიციალურ დოკუმენტს არ წარმოადგენს. ჩვენ უკვე დავიწყეთ ადმინისტრაციული წარმოება, ვიკვლევთ, თუ როგორ აღმოჩნდა ეს მასალა ადმინისტრაციის მიღმა. ლექსო თარხნიშვილიც გამოვიკითხეთ" - აცხადებს კოტე თავზარაშვილი. ჩვენს კითხვაზე, ლექსო თარხნიშვილის შემდეგ, ვის გადაეგზავნა მასალები, კოტე თავზარაშვილი გვპასუხობს: ,,ლექსო ამბობს, რომ არ ვიციო. მინდა გითხრათ, რომ ის თანამშრომელი, ვინც უნდა იყოს, მკაცრად დაისჯება" - დასძინა მერმა. საქმე ეხება სამუშაო მასალას, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გორის მერიას აგვისტოს ბოლოს გაუგზავნა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომდგენელი, ტატა გამყრელიძე ამბობს, რომ აუდიტის სახელით გასაჯაროებულმა ინფორმაციამ გაკვირვება გამოიწვია: ,,გორის მერიის ფინანსური აუდიტის ანგარიში
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები