შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"კობახიძე დღემდე მურუსიძისთვის იბრძვის"- ხუხაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37171 
 25 მარტი 2019

იმ დანაშაულებრივი რეჟიმის სამართალმემკვიდრე, რომელმაც გირგვლიანი მოკლა, დღეს არის ირაკლი კობახიძე, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

პოლიტოლოგის შეფასებით, მიუღებელია პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრება, რომ სანდრო გირგვლიანის ადვოკატი, შალვა შავგიულიძე დღეს გირგვლიანის მკვლელებს გვერდში დაუდგა. მისივე განმარტებით, შალვა შავგულიძე არის ის ადამიანი, რომელიც მოსამართლე ლევან მურუსიძის წინააღმდეგ ბოლომდე იბრძოდა და დღემდე იცავს სანდრო გირგვლიანის ხსოვნას.

„დიდი ბოდიში, ვინ ლაპარაკობს გირგვლიანის მკვლელებზე?! გადახედოს, ვინ უზის გვერდზე -ზარდიაშვილებს და მდინარაძეებს და ვინ ლაპარაკობს, საერთოდ. დღემდე მურუსიძისთვის იბრძვის. მურუსიძისთვის, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელები დღეს გარეთ ყოფილიყვნენ. ეს ლაპარაკობს?! შალვა შავგულიძე ბოლომდე იცავდა გირგვლიანს და დღესაც იცავს გირგვლიანის ხსოვნას, იმიტომ, რომ მურუსიძის მუდმივმოსამართლეობას ეწინააღმდეგება. ენას წინ და უკან ისე ატრიალებენ, თითქოს ჰგონიათ, რომ ყველა ბრიყვია და ვერავინ ვერაფერს ხვდება. იმ დანაშაულებრივი რეჟიმის სამართალმემკვიდრე, რომელმაც გირგვლიანი მოკლა, დღეს არის კობახიძე. აღარ არის „ევროპული საქართველო“, კობახიძეა სამართალმემკვიდრე, იმიტომ, რომ ის სადამსჯელო მანქანა, რომელმაც თავისსავე მუხლუხოებში გაატარა გირგვლიანი, დღეს მთლიანად ინტეგრირებულია „ქართულ ოცნებაში“ და თავი გაანებონ ამ რიტორიკას. ისინი არიან სამართლამემკვიდრეები. შესაბამისად, ისინი მფარველობენ მკვლელებსაც და ყველას. დღეის მდგომარეობით ასეა და შალვა შავგულიძეს თავი გაანებონ. კი ბატონო, „ევროპული საქართველოს“ რაღცეები შესაძლოა მეც არ მომწონდეს, რაღაცა საკამათო მეგონოს, მაგრამ ყველაფერი აირია. რით სჯობია დღევანდელი „ქართული ოცნება“ „ევროპულ საქართველოს“?!“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა