შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთში მიუსაფარი ძაღლების პრობლემის მოგვარების გზებზე იმსჯელეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37911 
 24 აპრილი 2019

ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, დღეს, მიუსაფარი ძაღლების პრობლემის მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

შეხვედრა ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ორგანიზებით მოეწყო.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტში მიუსაფარი ძაღლების პრობლემა მწვავედ დგას და საჭიროა გამოიძებნოს კონკრეტული გზები პრობელმის დასაძლევად. როგორც შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, პირველ რიგში შესაბამისი რეგულაციებია სამართლებრივი აქტის პროექტის სახით შესამუშავებელი, რომელზედაც საკრებულო და მერია კოორდინირებულად იმუშავებს. აღნიშნულ საკითხზე კიდევ ერთი შხვედრა უახლოეს მომავალში დაიგეგმა, სადაც უკვე კონკრეტულ ღონისძიებებსა და პროექტს განიხილავენ.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საკრებულოს წევრებმა, მერიის, არასმთავრობო და მედია სექტორის წარმომადგნელებმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია