შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

2020 წელს არჩევნებში გამარჯვებას ვაპირებთ - ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38877 
 10 ივნისი 2019

"2020 წელს არჩევნებში გამარჯვებას ვაპირებთ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, "ქართულ ოცნებაში“ განახლების კუთხით მუშაობა უკვე დაწყებულია.

"რა თქმა უნდა, განახლება იქნება საკმაოდ მასშტაბური, მათ შორის საპარლამენტო წარმომადგენლობის კუთხითაც. ამ კუთხით მუშაობა დაწყებულია. შედეგებს ამომრჩეველი იმ დროს იხილავს, როდესაც გახურდება საარჩევნო კამპანია. ჩვენ ერთი წელი გვაქვს კიდევ მოსამზადებლად საარჩევნო პროცესისათვის. "ქართული ოცნება“ განახლებული გუნდით წარსდგება ამომრჩევლის წინაშე. მნიშვნელოვანია საკადრო განახლება, შინაარსობრივი განახლება, ყველა მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე არ ასახელებს ახალ სახეებს, ვინც განახლებულ გუნდში იქნება.

"განახლების შედეგებს მომავალ წელს ვიხილავთ. მანამდე ბუნებრივია, მიზანშეწონილი არ არის ჩვენი მხრიდან კარტების გახსნა. მოვლენებს წინ ვერ გავუსწრებთ“, - აცხადებს ირაკლი კობახიძემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
პოლიტიკა