შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

“ივანიშვილმა უნდა გადაწყვიტოს, მშვიდობიანად დათმობს ხელისუფლებას თუ..." - ირაკლი ოქრუაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38907 
 11 ივნისი 2019

ირაკლი ოქრუაშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა დღეს ახალი პარტია “გამარჯვებული საქართველო”  დააფუძნეს.

“ქვეყანაში არის ანომალიური მდგომარეობა ყველა მიმართულებით, აბსოლუტურად და ამან შეგვყარა ყველა ერთად. შესაბამისად, ჩვენი ამ შემადგენლობით გვინდა, გარკვეული სახის გზავნილი გავუგზავნოთ ჩვენი ქვეყნის თითოეულ ადამიანს, რომ ჩვენ ამ განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, გვერდზე გადავდეთ ეს ყველაფერი და ვიკრიბებით ერთად იმისთვის, რომ ქვეყანა ამოვიყვანოთ ამ ჭაობიდან. გვინდა, ძალიან ბევრ ადამიანთან გამოვნახოთ საერთო ენა ამ თემაზე და მათთან მივაღწიოთ ერთობას იმისთვის, რომ შეიცვალოს ხელისუფლება. ივანიშვილი არის ყველა პრობლემის სათავე ამ ქვეყანაში. ამ ადამიანის მოშორება შესაძლებელი გახდება მხოლოდ და მხოლოდ ერთობით. ამიტომ „ძალა ერთობაშია“ იქნება გამაერთიანებელი ლოზუნგი თითოეული ჩვენგანისთვის,

ჩვენ მომხრე ვართ, რომ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალოს არჩევნებით. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მოხდეს ასე. მაგრამ, ეს არის ის დუელი, როდესაც იარაღს ირჩევს ბიძინა ივანიშვილი, მასზეა დამოკიდებული, რამდენად სწორ ნაბიჯებს გადადგმას ამ ცვლილებებისთვის. მან უნდა გადაწყვიტოს, ის მშვიდობიანად დათმობს ხელისუფლებას თუ მის სასახლეში ხვალ გაიხსნება ერთ-ერთი ქართული უნივერსიტეტი. ქართველ ხალხთან ჭიდაობა არასდროს არავის არ გასვლია, არც ერთ ხელისუფლებას,”- განაცხადა  ირაკლი ოქრუაშვილმა.

paqtebi.ge

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია