შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ამ ყველაფრი შემდეგ კიდევ ჩვენ ვართ მეხუთე კოლონა"? -ბექა კოკაიას პასუხი ზოიძეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39759 
 11 ივლისი 2019

“ქართული ოცნების დეპუტატმა, აკაკი ზოიძემ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის "სირცხვილია" მონაწილეები მე-5 კოლონას შეადარა და მათ მტრები უწოდა.”-ზოიძის სიტყვებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ბექა კოკაია ეხმაურება და წერს: 

1. შენი დედა მო...ან, აკაკი ზოიძე!
2. იცი აქ რატომ ვდგავართ? უკეთესი ქვეყანა გვინდა და არა იმიტომ, რომ ვინმე ფულს გვიხდის ან რამეს გვპირდება პირად კეთილდღეობაზე. შენ გგონია მიხარია საკუთარ შვილს მოფერების დროს რომ ვაკლებ და აქ ამის ხარჯზე დვაგავრ? სხვა გზას არ გვიტოვებთ და იქნებ აქედან მაინც გაგაგებინოთ, როგორი მავნებლები ხართ!
3. მეხუთე კოლონა პარლამენტში და მთავრობაში ეძებე. პუტინმა დღეს საქართველოს ისტორია ხელახლა დაწერა. თქვა, რომ ჩვენ, ქართველები ვართ ოკუპანტები, ამ მიწაზე არასდროს გვიცხოვრია და ერთი საუკუნის წინ მოვედით, აფხაზების გენოციდი მოვაწყეთ და დავსახლდით. სადაა თქვენი განცხადებები? რამე თქვით რომელიმემ? ხალხმა მაგისთვის აგირჩიათ, რომ ქვეყნის ინტერესები დაიცვათ და ხელფასსაც ამაში გიხდით. თქვენ კიდევ დუმხართ მთელი დღე და თვალებში შესციცინებთ მტერს!
4. თქვენი არასწორი პოლიტიკის გამო: როცა ჩვენზე მდიდარი ქვეყნების მოქალაქეებს ვიზა დაუწესეთ და ამით ბევრი ინვესტიცია დაუკარგეთ ქვეყანას, როცა უცხოელებზე მიწის გაყიდვა აკრძალეთ და ამით საქართველოში ფულის შემოდინება შეაფერხეთ, როცა ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დახურეთ და ამით დაგვიხურეთ ოცნება, საქართველოში გვქონოდა რეალურად საერთაშორისო უნივერსიტეტი, როცა საბანკო რეგულაციები დააწესეთ და საშუალო ფენას ამით ყოველდღიურ საჭიროებებზე წვდომა შეუზღუდეთ და ცდილობთ ქვეყანაში მხოლოდ მდიდრები და ღარიბენი დარჩნენ, როცა ჩვენზე ზრუნვის მოტივით საპენსიო რეფორმა შემოგვტენეთ და ხელფასიდან კიდევ უფრო მეტს გვაჭრით და ჯერ ისიც ვერ მოიფიქრეთ ამ ფულს რა უნდა უყოთ, როცა ამ ყველაფრის გამო ლარი კატასტროფულად გაუფასურდა, როცა გაუფასურებული ლარის გამო საწვავის ფასმა (რომელიც ახლა რეკორდულად იაფია მსოფლიოში) ძალიან აიწია, როცა ამის შემდეგ დაბლა დაწევის ნაცვლად ადექით და საწვავზე აქციზის ფასი გააორმაგეთ და ამან ბენზინის ფასი კიდევ აწია რამაც ყველაფერი გააძვირა, იმიტომ, რომ საწვავი ჭირდება ყველაფერს, რაც მარკეტებში იყიდება თუნდაც დისტრიბუციისთვის და როცა კომუნალურებიც თითქმის გაგვიორმაგდა გაბანძებული ლარის გამო - კიდევ ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მტრები?
5. ბოლოს ნატო როდის ახსენეთ? რატომ მიიღეს მაპი იმ ქვეყნებმა, რომლებიც 2012 წლამდე ჩვენზე ბევრად უკან იდგნენ ნატოს “რიგში” და მეტიც, ნაწილი უკვე ნატოს წევრიც გახდა.
6. რატომ გადაწყვიტეთ, რომ ჩვენი ენერგომომარაგება გაზპრომისთვის მიგენდოთ, ხომ ხედავთ, პუტინი როცა ცუდ ხასიათზეა, ყველა ბერკეტს იყენებს, რომ გაგვანადგუროს და რატომ აძლევთ ამ ბერკეტებს?
7. რატომ მოიმდურეთ ყველაზე ახლო მეგობარი ქვეყანა რეგიონში და ხელოვნურად რატომ წამოწიეთ სენსიტიური თემები?
8. როგორ მოხვდა სახელმწიფო ღალატში ბრალდებული ადამიანი თავდაცვის საიდუმლო ობიექტებზე?
9. ზოგადად, ბოლო 7 წლის მანძილზე რამდენი ჯაშუში გამოავლინეთ?
10. რატომ გამოვიდა უკვე ციხიდან მირზა სუბელიანი, რომელიც იქიდან გემუქრებოდათ, რომ თუ არ განოუშვებდით თქვენ ყველა ცოდვას გაამხელდა და ამ საუბრის ავთენტურობა თქვენმა თანაგუნდელებმა დაადასტურეს, რომელმაც მტკიცებულებები გააქრო, თანამდებობა ბორტად გამოიყენა და გამოძიებას ხელი შეუშალა. რატომ არაა დასჯილი მაჩალიკაშვილის მკვლელი?
11. როგორ მოხვდა გავრილოვი იქ, სადაც მისი ადგილი არ იყო და რატომ დათხარეთ თვალები ადამიანებს, რომლებიც ამას აპროტესტებდნენ?
12. ზუსტად მაგიტომ ვდგავართ პარლამენტის წინ უკვე სამი კვირაა, რომ აღარ აქვს ბოლო თქვენ მავნებლობებს და გვინდა გაკონტროლოთ, რომ ამ ერთ წელიწადში ნაკლებად დაგვაზარალოთ და ქვეყანა მივაჩიჩოთ მომავალ არჩევნებამდე.
13. ამ ყველაფრი შემდეგ კიდევ ჩვენ ვართ მეხუთე კოლონა? ჰოდა, კიდევ ერთხელ, შენი დედა მო...ან, აკაკი ზოიძე!

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა