შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"საქართველოს ჰყავს ახალგაზრდობა, რომელიც თავის იმედებს ამყარებს მომავალზე"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39764 
 11 ივლისი 2019

"საქართველოს ჰყავს ახალგაზრდობა, რომელიც თავის იმედებს ამყარებს მომავალზე, განათლების მიღების გზით სამუშაო ადგილების მოძებნაზე," - ეს განცხადება ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეკატერინა ზახარიევამ ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით,  მნიშვნელოვანია, რომ ახლაგაზრდებს ნდობა ჰქონდეთ თავიანთი ქვეყნის სისტემების მიმართ. ზახარიევა ამბობს, რომ პოლიტიკოსებმა ისე უნდა იმოქმედონ, რომ ახალგაზრდებს მეტი პერსპექტივა დაანახონ. 

„მე კარგად მახსენდება წინა წლები და ტვინის გამორეცხვის 45 წელი არის ძალიან დიდი პერიოდი და 30 წლის შემდეგაც შემიძლია, ვთქვა, რომ დიდ განსხვავებაა ჩვენსა და იმ ქვეყნების მენტალიტეტს შორის, რომელიც არ იმყოფებოდნენ საბჭოეთის ფრთის ქვეშ. დემოკრატიის გაძლიერება შესაძლებელია ახალგაზრდების განათლებით. დღეს ისინი ქმნიან მომავალს, ამიტომ თუ არ იქნება განათლების ხელშეწყობა, მოხდება ტვინების გადინება ქვეყნიდან. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ახლაგაზრდებს ნდობა ჰქონდეთ თავიანთი ქვეყნის სისტემების. მათ უნდა დაინახონ, რომ აქვთ შესაძლებლობა წინ წავიდნენ. დღეს  ყველაზე მოწყვლადი ახალგაზრდები არიან და მათ უფრო მეტი პრობლემები აქვთ. ძველი თაობის ადამიანები, რომლებიც ლიდერები არიან, არ უსმენენ ახალგაზრდებს, როგორც საჭიროა. ისინი კი კარგად აღიქვამენ იმ რეალობას, რომელიც ხშირ შემთხვევაში შეცვლას მოითხოვს, მაგრამ, მეორეს მხრივ, საქართველოს ჰყავს ახალგაზრდობა, რომელიც თავის იმედებს ამყარებს მომავალზე, განათლების მიღების გზით სამუშაო ადგილების მოძებნაზე. ამიტომ პოლიტიკოსებმა უნდა იმოქმედონ, რომ დაანახონ ახალგაზრდებს მეტი პერსპექტივა,“ - განაცხადა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეკატერინა ზახარიევამ.

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია იმართება. საქართველოში იმყოფება ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი და ასევე სხვა მაღალი რანგის სტუმრები.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა