შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მალე ხალხი ქუჩაში გამოვა და მასობრივი გამოსვლები დაიწყება - მუხაშავრია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=41163 
 10 სექტემბერი 2019

“საზოგადოება არ გადაყლაპავს ახალი მთავრობის უნაუმოსობას. დაიწყება მასობრივი გამოსვლები, რაც შეასაძლებლობას მისცემს ივანიშვილს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩვნები გამოაცხადოს, რათა ხელისუფლებაში კვლავ უმრავლესობით მოვიდეს“, - ამის შესახებ “2020NEWS“ -თან იურისტმა ლია მუხაშავრიამ განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართულ ოცნებაში“ არ მოიძებნება დეპუტატი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა 20 კაციანი სიის შესაძლო დამტკიცების გამო, საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებს.

"არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ პარლამენტი ამ 20-კაციან სიას ყოველგვარი შეკითხვების გარეშე დაამტკიცებს, იმის მიუხედავად, რომ სიაში ყველა კანდიდატი სერიოზულად დასაწუნებელია. განვითარებული პროცესები ნათლად აჩვენებს, რომ მმართველ პარტიას რევანშისტული გაწყობა აქვს არა ოპოზიციის, არამედ საზოგადოების მიმართ.

სიმართლე გითხრათ, არ მოველი, რომ “ქართული ოცნების“ რომელიმე დეპუტატი 20-კაციანი სიის გამო უმარვლესობას დატოვებს. მაქსიმუმ რასაც მოველი არის ის, რომ ზოგმა დეპუტატმა, შესაძლოა, მონაწილება არ მიიღოს კენჭისყრაში. გუშინდელი მთავრობისა და პრემიერის დამტკიცების შემდეგ, არამგონია, რომ “ქართული ოცნების“ რომელიმე დეპუტატს პარტიიდან წასვლის გამბედაობა ეყოს.

ირაკლი ღარიბაშვილი ირიბად ამბობს, რომ სასამართლოში შერჩევითი სამართალია. ის ავლენს ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის დამოკიდებულებას სასამართლო სისტემის მიმართ. კობახიძემ თქვა, მოსამართლეები ახლა ადრინდელისგან განსხვავებით, კარგ საქმეებს ჩადიანო, ეს სასაცილოც აღარ არის.

ვფიქრობ, რომ 2020 წლის არჩევნებამდე დაცდა არ მოგვიწევს, რადგან ყველა ნიშნით ვხედავ, რომ მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებული კონფრონტაცია ხალხში რეალურ აღშფოთებას გამოიწვევს. საზოგადოება არ გადაყლაპავს ახალი მთავრობის უნაუმოსობას, დაიწყება მასობრივი გამოსვლები, რაც შეასაძლებლობას მისცემს ივანიშვილს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გამოაცხადოს, რათა ხელისუფლებაში კვლავ უმრავლესობით მოვიდეს.

საერთოდ, ბიძინა ივანიშვილი უცნაური გეგმით მოქმედებს. ფაქტია, ფასების ყველაფერზე საშინლად გაძვირება და შემოსავლების იგივე დონეზე დარჩენა საზოგადოებას შიშს უქადის. ადამიანები, რომლებსაც არ ექნებათ ფული და პროდუქტი, ქუჩაში გამოვლენ არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური მოთხოვნებითაც, ეს გარდაუვალია, მერწმუნეთ!"- განაცხადა მუხაშავრიამ.

2020news.ge

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია