შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთელი რაგბისტები ზედიზედ მეოთხედ დამარცხდნენ

სპორტი
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=42071 
 23 ოქტომბერი 2019

პირველი ლიგის მეექვსე ტური ავჭალაში, ‘არმიასა’ და ‘ტაოს’ შეხვედრით დაიწყო. ‘ჯარის’ მთავარ მწვრთნელ ლევან ცაბაძეს დაპირისპირება ფაქტიურად თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ უწევდა. ლეგენდარულ ბორჯღალოსანს უდიდესი წვლილი მიუძღვის სამცხე-ჯავახეთში რაგბის აღორძინების საქმეში.

მეტოქეთა შორის კლასში არსებული სხვაობა პირველივე ტაიმში 4 უპასუხო ლელოში აისახა. შეხვედრის დასაწყისში მძლავრი მოლით, ლელო ‘ლეონსიოს’ ვაჟმა, ჰუქერმა დიტო ცაბაძემ დადო. პირველივე ნახევარში ‘არმიელთა’ ფრთა თედო დევიძე ‘დუბლით’ გამოირჩა. მეორე ტაიმის დასაწყისში მესხთა შუამარბმა დავით ვედიაკოვმა მოახერხა ერთი საპასუხო ლელოს გატანა, თუმცა მატჩის დარჩენილი ნაწილი, პირველი ტაიმის მსგავსად ‘არმიას’ სრული უპირატესობით წარიმართა.’ლეონსიოს’ ბიჭები მესხებს სტატიკაში ჩაგრავდნენ და მოპოვებული უპირატესობის რეალიზაციას უმეტესად სწრაფ, გაშლილ თამაშში ახდენდნენ. ‘ჯარმა’ მეორე ტაიმშიც 4 ლელო გაიტანა და შეხვედრა პრემიის თანხლებით 50:7 მოიგო. მართალია, არმია’ სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე რჩება, თუმცა ლიდერთა დუეტს სულ 1 ქულით ჩამორჩება. მალხაზ ჭეიშვილის შეგირდებს კი გარკვეული კრიზისის ხანა დაუდგათ. სეზონის დებიუტში მოპოვებული ზედიზედ 3 გამარჯვების შემდეგ, მესხებმა მიჯრით მესამე მარცხი იწვნიეს, რამაც ‘ტაოს’ მოწინავე კვარტეტში ადგილი დააკარგინა.

ლიგის დებიუტანტმა ‘ყაზბეგმა’ უხნესს ქართულ კლუბ ‘დინამოსთან’ საშინაო შეხვედრა დედაქალაქში, „შევარდენზე“ გამართა. მოხევეთა დამრიგებელმა გოჩა ჩქარეულმა გუნდი პრინციპულ მეტოქესთან მატჩის წინ საგანგებოდ მოამზადა. ნიჭიერმა სპეციალისტმა ‘ყაზბეგის’ სათამაშო ტაქტიკაში გარკვეული სიახლეები შეიტანა, რამაც ლიგის დებიუტანტისთვის მეტად სასურველი შედეგი გამოიღო.

პირველ ტაიმი შედარებით დაძაბული გამოდგა. ‘ყაზბეგის’ ფრთა გიგა ჩაბაკაურის ლელოს, გუნდის ფულბეკმა გიორგი ასათიანმა 2 ჯარიმაც დაურთო და შესვენებაზე მოხევეები 13-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ. მეორე ნახევარში ჩქარეულის ბიჭები უფრო სწრაფად და ლაღად ათამაშდნენ და თან ‘დინამოს ძლიერი მხარის, სტატიკაში უპირატესობს მოპოვების შესაძლებლობაც არ მისცეს. ‘ყაზბეგმა’ მთლიანობაში 9 ლელოს გატანა მოახერხა. ჩაბაკაურმა ‘დუბლი’ შეასრულა, მისმა შემცვლელმა ონისე ბაზალმაც პირად აქტივს წყვილი ლელო შემატა. ‘დუბლი’ ასევე შუამარბმა გურამ ყენიამ და ჰავბეკმა ვასილ სანაძემაც გაიფორმეს. ‘ყაზბეგმა’ 63:5 იმარჯვა და ერთბაშად კლუბის რამდენიმე რეკორდი დაამყარა. გუნდმა ისტორიაში პირველად მოიგო ზედიზედ 4 შეხვედრა, ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით იმარჯვა, ერთ შეხვედრაში ყველაზე მეტი ლელო გაიტანა და მეტი სამატჩო ქულა აიღო. მოხევეები პირველად გავიდნენ საერთო ბურთების სხვაობის დადებით ბალანსზე და ლიგის მოწინავე კვარტეტშიც პირველად აღზევდნენ.

‘ბაგრატმა’ მიჯრით მეორე შეხვედრა მოიგო, რამაც რიონისპირელებს სატურნირო ცხრილში უკეთესი პირისპირ ბალანსის ქონის გამო, მეექვსე ადგილზე ანაცვლების შესაძლებლობა მისცა.

რიონისპირელებმა საშინაო შეხვედრა აუტსაიდერ ‘ივერია ვარკეთილთან’ მინიმალური სხვაობით მოიგეს 20:19. აღსანიშნავია, რომ მეტოქეებმა სამივე ლელო პირველ ტაიმში გაიტანეს. ‘ბაგრატის’ შუამარბმა გიორგი გობეჯიშვილმა ‘დუბლი’ შეასრულა, ‘ივერიას’ მხრიდან კი ლელოს დადება ჰავბეკმა გიორგი შავგულიძემ მოახერხა. ორივე გუნდის პივოტები გარდასახვასა და ჯარიმებს უშეცდომოდ ასრულებდნენ. ხსენებული პოზიციებიდან მასპინძელთა გამოცდილმა ფულბეკმა ცოტნე კვესელავამ 10 ქულა დააგროვა, ‘ივერიას’ იმავე ამპლუის მოთამაშე ლაშა სირაძემ კი აქტივში 15 ქულა მიითვალა. მართალია, ‘ივერია’ სტატიკაში უპირატესობას ფლობდა, თუმცა მატჩის ბედი ქუთათურთა ხაზსში უკეთსმა თამაშმა გადაწყვიტა. ნუგეშად აღებული პირველი საცხრილო ქულით, ‘ივერია’ მეცხრეადგილოსან თანაქალაქელ ‘დინამოს’ გაუტოლდა.

ლიდერებმა, ‘არესმა’ და ‘ვეფხვებმა’ იოლ წარმატებებს მიაღწიეს და პირველობას მაქსიმალური შედეგით, 30-30 ქულით აგრძელებენ. რიონისპირელები ცხრილში პირველ საფეხურს საერთო ბურთების უკეთესი სხვაობის გამო ინარჩუნებენ.

‘ომის მრისხანე ღმერთი’ ‘შევარდენზე’ ‘დევებს’ დაუპირისპირდა და დებიუტანტს ‘მშრალი’ ანგარიშით 76:0 მოუგო. რიონისპირელები კომბინირებდნენ, სწრაფ, გაშლილ თამაშს ეძალებოდნენ, სადაც უპირატესობას კლასის ხარჯზე მარტივად აღწევდნენ. სერგო ფრუიძის შეგირდებმა მასპინძლებს ტაიმებში 6-6 ლელო გაუტანეს. ‘დუბლით’, პირველ ნახევარში ქუთათურთა კაპიტანი და მხტომელი ბეგუნი კუხიანიძე გამოირჩა. მეორე ტაიმში კი წყვილი ლელოს გატანა ჰუქერმა ბაქარ ბურჯალიანმა მოახერხა. კიდევ ერთი ‘დუბლი’, აქტივში ფრთა თეიმურაზ კვიცარიძემ მიითვალა.

პატარძეულის ‘ვეფხვებმა’ კი ოდნავ ‘მოკძალებული’ ანგარიშით იმარჯვეს. ზვიად ცუხიშვილისა და ზურა ამონაშვილის შეგირდებმა ოზურგეთის ‘არწივებს’ საშინაო შეხვედრაში 9 ლელო დაუდეს. იშვიათი შემთხვევა, როცა ესოდენ სოლიდური მონაგარი მოთამაშეებმა თანაბრად გაინაწილეს და შესაბამისად გარე კახელთა რიგებში ლელოს გატანა 9 მორაგბემ მოახერხა. მატჩის ბოლო წუთზე, ინდივიდუალური გარღვევის შედეგად ‘არწივების’ კაპიტან გიორგი კალანდაძის გატანილმა ლელომ გურულები მხოლოდ ‘მშრალი’ ანგარიშით მარცხისაგან იხსნა 57:7.

სეზონის პირველი ტოპ-მატჩი, ‘არესი-‘არმია’ მომავალ ტურში ქუთაისში გაიმართება. დიდი 10-ის საგზურის კიდევ ერთი მაძიებელი პატარძეული კი ‘ტაოს’ ასპინძაში ესტუმრება.

 

20/10

კლუბი   ქალაქი

+პ

+ნ

-

გატ : გაშ

სხვ

 

1

არესი  ქუთაისი

6

6

0

0

6

0

0

466

:

05

+461

30

2

ვეფხვები  პატარძეული

6

6

0

0

6

0

0

407

:

28

+379

30

3

არმია  თბილისი

6

6

0

0

5

0

0

316

:

37

+279

29

4

ყაზბეგი  სტეფან’წმინდა

6

4

0

2

2

0

0

131

:

101

+30

18

5

ტაო  სამცხე-ჯავახეთი

6

3

0

3

1

0

0

122

:

153

-31

13

6

ბაგრატი  ქუთაისი

6

2

0

4

0

0

0

57

:

193

-136

8

7

არწივები  ოზურგეთი

6

2

0

4

0

0

0

80

:

221

-141

8

8

დევები  თბილისი

6

1

0

5

0

1

0

72

:

255

-183

5

9

დინამო  თბილისი

6

0

0

6

0

1

0

50

:

231

-181

1

10

ივერია ვარკეთილი  თბილისი

6

0

0

6

0

1

0

47

:

524

-477

1

site.rugby.ge

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა
გურიის მოამბე

პური გაძვირდა