შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მგლის არ უნდა გეშინოდეს, როცა ტყეში შედიხარ - სანდრა რულოვსი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37721 
 16 აპრილი 2019

„გაერთიანებული ოპოზიციის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი, სანდრა რულოვსი 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში დღეს დარეგისტრირდა.

მგლის არ უნდა გეშინოდეს, როცა ტყეში შედიხარ,- ასე აფასებს სანდრა რულოვსი წინასაარჩევნო გარემოს. 

„იმედი მაქვს ზუგდიდელი მხარდამჭერების, მეც ზუგდიდელი გავხდი. მხარს თუ დამიჭერენ 19 მაისს, აქედან დავიწყებთ საქართველოს გამარჯვებას. მე მათ ვთავაზობ უკეთეს ზუგდიდში ცხოვრებას, ბიუჯეტის უკეთესად გადანაწილებას. რა თქმა უნდა, ყველა ერთ აზრზე ვერ იქნება, მაგრამ ვგრძნობ, რომ უმეტესობა მხარს მიჭერს. ბევრად მეტს გავაკეთებ, ვიდრე ერთი საქველმოქმედო ფონდის დირექტორი.“ - განაცხადა რულოვსმა.

ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება