შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

წინასაარჩევნო განწყობები აბასთუმანში

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22329 
 22 აპრილი 2019
აბასთუმნელები ერთ თვეში ცხრა კანდიდატიდან ერთ–ერთს აირჩევენ. მიუხედავად, ადიგენის ერთადერთ უბანზე კანდიდატების სიმრავლისა, დაბას არჩევნების მოახლოება დიდად არ ეტყობა.„რა აზრი აქვს ჩემს არჩევნებზე მისვლას და ხმის მიცემას?! ყველაფერი ისედაც გადაწყვეტილია! სხვა კანდიდატებიც რომ იყვნენ, ისიც კი არ ვიცი ვის უნდა ენდო და შემოხაზო, ან ეს არჩევნები საერთოდ რას შეცვლის“, – ამბობს ადგილობრივი სულხან თეთრუაშვილი.აბასთუმნელების ნაწილი ღიად აცხადებს, რომ „ოცნების“ კანდიდატს ხმას არ მისცემს: „ნებისმიერ სხვას მივცემდი ხმას ოღონდ ოცნებას არა. ოღონდ ეგენი სამუდამოდ წავიდნენ და სხვა არაფერი მინდა, არც ხალხს პატრონობენ და არც ქვეყანას, ყველას საკუთარი ინტერესები აქვს“.ნაწილი კი ამბობს, რომ იმას მისცემს ხმას, ვინც ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი იქნება: „როგორ არ მივცემთ ხმას „ოცნებას“ რამდენი კანდიდატიც უნდა ყავდეთ სხვა პარტიებს. კარმები დაგვირიგა ბატონმა ბიძინამ, ამდენი მშენებლობები მიდის, მეტი რაღა გვინდა?!“ – კითხულობს როზა იორდანიანი.მის მოსაზრებას იზიარებს ადგილობრივი რევაზ ვაშაძე. მას სჯერა, რომ „ოცნების“ კანდიდატი გენადი ბოლქვაძე აბასთუმენლებს ყველა პრობლემას მოუგვარებს: „კურორტზე ყველა ვიცნობთ, კარგი ადამიანია პიროვნულადაც და გვჯერა რომ ჩვენს პრობლემებს მიიტანს საკრებულომდე“. „ქართულმა ოცნებამ“ გენადი ბოლქვაძე დეპუტატობის კანდიდატად საარჩევნო ოლქში რეგისტრაციამდე რამდენიმე კვირით ადრე წარადგინა, მას კურორტზე უკვე შტაბიც გახსნილი აქვს და კამპანიასაც აქტიურდ აწარმოებს, თუმცა ჯერ წინასაარჩევნო დაპირებების შესახებ „სამხრეთის კარიბჭესთან“ სასაუბროდ ვერ მოიცალა. რაც შეეხება რეგისტრირებულ სხვა პარტიების კანდიდატებს, მათ შესახებ ცნობილი ორი დღის წინ გახდა, ამ დრომდე „სამხრეთის კარიბჭემ“ ვერცერთ მათგანთან დაკავშირება ვერ შეძლო. ადიგენში წარმოდგენილმა ოპოზიციურმა პარტიებმა „ევროპულმა საქართველომ“ და „ნაციონალებმა“ კი თავიდანვე განაცხადეს, რომ „ტყუილად აბასთუმანში არჩევნებზე რესურსის ხარჯვას არ აპირებენ“. რაც შეეხება, კანდიდატების ერთდროულად რეგისტრაციას, პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ფორმალობაა და ასე „ოცნებას“ კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა უნდა. „იმხელა რესურსი აქვს გამოყენებული ბიძინა ივანიშვილს აბასთუმანში, რომ ჩვენი მხრიდან კანდიდატის წარდგენას აზრი არ აქვს. თუმცა, საარჩევნო პროცესებს აუცილებლად დავაკვირდებით. ახლა ერთდროულად დაარეგისტრირეს ისეთი კანდიდატები ხალხი რომ საერთოდ არ იცნობს და სურთ დემოკრატიული ფონი შექმნან “, – ამბობს „ევროპული საქართველოს“ ადიგენის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე სიმონ პარუნაშვილი.„ნაციონალები“ კი ეჭვობენ, რომ ცხრა კანდიდატიდან რვა წინასაარჩევნო კამპანიაში საერთოდ არ ჩაერთვება: „აგერ წარმოადგინეს ცხრა კანდიდატი და ვნახოთ, საერთოდ ჩაერთვებიან თუ არა წინასაარჩევნო კამპანიაში“ – აცხადებს ენმ–ს ადიგენის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ოგანესიანი.შუალედურ არჩევნებზე მონაწილე ცხრა კანდიდატიდან ყველა მათგანის ერთ დღეს დარეგისტრირება ეჭვებს უჩენს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც. „შესაძლოა ისინი ფორმალურად დარეგისტრირდნენ. საინტერესოა, ექნებათ თუ არა მათ საარჩევნო პროგრამა და ჩაერთვებიან თუ არა წინასაარჩევნო კამპანიაში“, – ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ქეთი ბებიაშვილი. 2019 წლის 19 მაისს აბასთუმანში შუალედური არჩევნები ჩატარდება. აბასთუმანში რეგისტრირებული სულ 1 098 ამომრჩეველია.[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება