შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"აჩუქე წიგნი" - 23 აპრილი წიგნის ჩუქების დღედ დაწესდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37877 
 23 აპრილი 2019

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის და "ანაგრამას" ინიციატივით, 23 აპრილი წიგნის ჩუქების დღედ დაწესდა. იდეის ავტორების თქმით, ინიციატივის მთავარი მიზანი, ქვეყანაში წიგნისა და წიგნიერების პოპულარიზაციაა.

"23 აპრილს, წიგნთან და წიგნიერებასთან ​რამდენიმე მოვლენა ერთად არის დაკავშირებული: ეს არის წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე, შექსპირისა და სერვანტესის გარდაცვალების დღე. ვიფიქრეთ, იქნებ, სწორედ ამ დღეს დაგვეწესებინა ძალიან ძვირფასი და თანაც, მარტივი ტრადიცია – წიგნის ჩუქების დღე. წიგნის ჩუქება ყველა საჩუქარს ერთად მოიცავს: ცოდნასაც და განცდასაც, სიხარულსაც და ტკივილის გაძლების სწავლსაც, ნივთს, ჩაფიქრებას, დაკვირვებას, ამ დაკვირვებით გაკვირვებას. წიგნი კაცობრიობის მეხსიერების ჯამია, ისეთივე გამოცდილება, როგორიც მე და შენ გვაქვს. ჩვენი მიზანია წიგნისა და წიგნიერების პოპულარიზაცია. ეროვნული ბიბლიოთეკის მთავარი ფუნქციაც ხომ სწორედ ეს არის“, - აცხადებს გიორგი კეკელიძე.

დღეს, 23 აპრილს, 12:00 საათიდან – მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე წიგნების ერთდღიანი გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. 20-ზე მეტი ქართველი გამომცემელი და გამავრცელებელი აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, წიგნებს განსაკუთრებული ფასდაკლებით წარმოადგენს. მთელი დღის განმავლობაში, პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღში თანამედროვე ქართველ ავტორებთან შეხვედრები, ახალი გამოცემების წარდგინებები, ასევე, წიგნებთან, განათლებასთან და საავტორო უფლებებთან დაკავშირებული აქტივობები გაიმართება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია