შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გახდება თუ არა ზედამხედველობის სამსახური დამოკლეს მახვილი საკრებულოს თავზე

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=42372 
 07 ნოემბერი 2019

დეპუტატების უკანონო მშენებლობები კურორტ გომისმთაზე - გახდება თუ არა ზედამხედველობის სამსახური დამოკლეს მახვილი საკრებულოს თავზე

არავინ დავობს იმაზე რომ ეფექტური ზედამხედველობის სამსახურის ჩამოყალიბება აუცილებელია და ეს ადგილობრივი თვითმმართველობის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში შედის, რაც ტავისთავად ამ სამსახურს უდიდეს როლს ანიჭებს, თუმცა ოზურგეთის მერიის ახალმა ინიციატივამ, კერძოდ, საკუთარ სტრუქტურაში რეორგანიზაციის დაწყებამ და მონოლითური ზედამხედველობის სამსახურის ჩამოყალიბების მცდელობამ გარკვეულ წრეებში ბევრი კითხვები დაბადა.

როგორც პოლიტიკურ წრეებში, ასევე საზოგადოებაში მუსირებს ხმები, რომ მონოლითური ზედამხედველობის სამსახურის ჩამოყალიბება კურორტებზე -  გომისმთასა და შეკვეთილში არსებულანუკითხაობას უკავშირდება.

ასევე გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, რომელიც ოფიციალურად არ დასტურდება, კურორტ გომიმთაზე მიმდინარე მასიური უკანონო მშენებლობების უკან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები დგანან.

გუშინ გამართულ საკრებულოს სხდომაზე ჩვენ საკრებულოს რამდენიმე დეპუტატს გავესაუბრეთ და ვთხოვეთ საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა, ისევე როგორც ოზურგეთის მერიის წარმომადგენელს:
"გომის მთასთან დაკავშირებით ვერანაირ პოლიტიკასთან კავშირს ვერ ვხედავ, რაც მერიას გააჩნია ზედამხედველობის უფლებამოსილება უნდა გაძლიერდეს და შესაბამისად, კონკრეტულად გომის მთასთან დაკავშირებით აქვს ზედამხედველობას მაქსიმალურად შესასრულებული უფლებამოსილება დარღვევებთან დაკავშირებით.

200-ზე მეტი სახლი დაიშალა, იდენტიფიცირება ეგრე ძნელია ვისია. როცა ადიოდა ზედამხედველობა ვერ ახდენდა იდენტიფიცირებას ესა თუ ის სახლი დეპუტატისაა თუ არა"-გვიცხადებს ოზურგეთის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ლაშა თავაძე;

ლავრენტი ბიგვავა; დეპუტატი:"ამე პირადად რ ვფლობ ნაკვეთს გომისმთაზე,მექნება თუ არა მაგას წინასწარ ვერ გეტყვით, თუ მექნება ფინანსური შესაძლებლობა რა თქმა უნდა ავაშენებ. მშენებლობა არ დამიწყია, არ ვიცი სხვას თუ აქვს, მე დავინტერესდი, ვიყავი გომის მთაზე,იყო საჩივრები შემოსული.კომისიამ განიხილა და ხომ უნდა მენახა ადგილზე, დასკვნა ხომ უნდა დამეწერა. დემონტაჟი მერიამ ჩვენი დასკვნის საფუძველზე განახორციელა, სივრცითი მოწყობის კომისიის ხელმძღვანელი ვარ და მაგ ინფორმაციებს არ ვფლობ, ქონების განკარგვა არ ვიცი. გუშინ გაიგზავნა წერილი მინისტრთან ინფრასტრუქტურის, რომ დაჩქარდეს პროცესები და ველოდებით პასუხს და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას" გვითხრა ბიგვავამ.

მარიკა ჩხიკვიშვილი: საკრებულოს წევრი:"ვინ ფლობს მიწას მე არ ვიცი, ჩემი კომპეტენცია არაა მაგის ცოდნა. ამისთვის არ იქმნება ზედამხედველობის სამსახური, მიწებთან დაკავშირებით მე ვერაფერს გეტყვით" თქვა ჩხიკვიშვილმა. თუმცა ფრაზამ "ჩემი კომპეტენცია არაა მაგის ცოდნა" - ცოტა არ იყოს გაგვაკვირვა.

გიორგი ღურჟუმელიძე: ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე: "დარეგისტრირებული მიწები არაა და შესაბამისად მეც არ ვფლობ მიწას. სურვილი არ ვიცი და საშუალება არ მაქვს. ვერ დავადასტურებ ინფორმაციას რომ საკრებულოს დეპუტატები გომის მთაზე ფლობენ მიწის ნაკვეთებს. აქტიურად ვმუშაობ და ვარ ჩართული იმაში რომ ძალიან მალე დამტკიცდეს გომის მთის განაშენიანების გენერალური გეგმა და ვმუშაობ მეზობელ მუნიციპალიტეტებთან რომ მოხდეს ინტერმუნიციპალურად ამ გეგმის დამტკიცება. გვინდა რომ ეს კურორტი განვითარდეს ძალიან მაგრად, მას აქვს დიდი პოტენციალი და რესურსი ოზურგეთელი მოსახლეობისათვის, ტურისტებისთვის და ამ მიმართულებით აქტიურად რომ ვმუშაობთ ამას გიდასტურებთ.

ზედამხედველობის სამსახურის მთავარ ფუნქციად განსაზღვრულია საჯარო ზედამხედველობის განხორციელება რომელიც მიღებულია ახალი კანონმდებლობის შესაბამისად და მეორე, საკრებულო არის ის ორგანო რომელზეც ზეწოლას ვერ მოახდენენ, იმიტომ რომ წარმომადგენლობითი ორგანოა. საკრებულომ თავისი პოზიცია გამოხატა მიმდინარე წლის 14 აგვისტოს, გამართულ კომისიის და უმრავლესობის სხდომაზე, სადაც შავით თეთზე წერია რა საკითხებზე უნდა გაამახვილოს მერიამ ყურადღება კონკრეტულად გომის მთის ტერიტორიაზე და ზუსტად ამ დასკვნის და მიმართვის საფუძველზე მოახდინა მერიამ რეაგირება  - რომელიც ზედამხედველობის გაძლიერებას გულისხმობს.

თუ თქვენ ფლობთ ინფორმაციას რომ ვინმე უკანონოდ აწარმოებს მშენებლობას, პირდაპირ კომპეტენციას განეკუთვნება მერიის რომ მსგავსი საკითხები აღკვეთოს და საკრებულო, მოსთხოვს პასუხს მერიას. თუ დამტკიცდება ზედამხედველობის დებულება იმ ფორმით რა ფორმითაც არის წარმოდგენილი, ამ შემთხვევაში მერია ვალდებულია განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება" - ციტატის დასასრული;

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია