შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთში დეპუტატის ახლობელმა მთვრალმა მამაკაცმა პოლიციელი სცემა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36136 
 08 თებერვალი 2019

როგორც "გურიის მოამბისთვის" ხდება ცნობილი, ოზურგეთში მთვრალი მამაკაცი პოლიციის მთავარ სამმართველოში შეიჭრა, პოლიციელებს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ერთ-ერთ მორიგე პოლიციელს ფიზიკურად გაუსწორდა.

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, დაახლოებით 40 წლამდე მამაკაცი, რომელიც ოზურგეთის საკრებულოს ერთ-ერთი დეპუტატის ახლობელია, პოლიციის შენობაში ნასვამ მდგომარეობაში შეიჭრა და სამართალდამცველებს პასუხს იმაზე სთხოვდა, თუ რატომ ავიწროებდნენ "კაი ბიჭებს". სიტყვიერი შეურაცხყოფა მისი მხრიდან იმით დასრულდა, რომ მორიგე პოლიციელს თავში ჩაარტყა.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" კარგად ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.

როგორც ის გვიხსნის, მთვრალი მამაკაცი შენობაშივე დააკავეს, თუმცა რამდენიმე საათში "ზემოდან" განხორციელებული სატელეფონო ზარის შემდეგ გაანთავისუფლეს. 

"ჯერ იგინებოდა ჩემს ძმაკაცებს, კაი ბიჭებს ავიწროებთო, მერე მორიგე პოლიციელს თავში კომპიუტერის მონიტორი ჩაარტყა. შენობაშივე დააკავეს და რამდენიმე საათში გამოუშვეს, რადგან მისმა ნათესავმა დეპუტატმა, რომელიც "ოცნების" წევრია,  პარტიიდან დაარეკვინა მაჟორიტარს. სულ ბოდიშებით გამოუშვეს ეს კაცი"-გვიყვება  წყარო. 

მომხდართან დაკავშირებით ჩვენ შსს-ს პრესცენტრს დავუკავშირდით და კომენტარს მიღებისთანავე გავავრცელებთ. 

 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია