 |
 |
 |
 |
 |
|
კვალიფიციური კადრი სანთლით საძებნია |
ამას წინათ ძველი ნაცნობი შემხვდა და საყვედურებით ამავსო, კი ვკითხულობ შენს მწარე-მწარე წერილებს, მაგრამ იმაზე რატომ არაფერს ამბობ, რაც თითოეულ ჩვენგანს ყოველდღიურ პრობლემებს გვიქმნის და ხშირად მეტად უბრალო საქმისათვის ხაშურში ან ახალციხეში უნდა წავიდეთ. რატომ არ შეიძლება ერთი შეხედვით უბრალო საკითხის ადგილზე გადაწყვეტა?! _ რიტორიკულად დაამთავრა თავისი სათქმელი.
_ მაინც რას ითხოვ, ვკითხე შეცბუნებულმა.
_ როგორ, რას ვითხოვ, პური ხაშურიდან შემოაქვთ, თითქოს კარგი პურის გამოცხობა ჩვენთან არ შეიძლებოდეს, ან რატომ უნდა შემოჰქონდეთ პური ხაშურელებს, ბორჯომელებმა რომ ხაშურში ჩაიტანონ პური რომელიმე მაღაზიაში, მიიღებენ?! ამას წინათ საათი გამიფუჭდა, თითქმის ყოველდღე მივდიოდი მესაათესთან და ჯიხური ყოველთვის დაკეტილი იყო, ის მაინც გამოაკრას, რომელ დღეებში და საათებში იქნება ადგილზე, სათვალის მინა გამიტყდა და მის გასაკეთებლად ისევ ხაშურში წავედი, რადგან ბორჯომში ოტიას შემდეგ ხელოსანი ვერ გამოჩნდა ამ საქმეს რომ მიხედოს, ფეხსაცმლის შემკეთებელიც სანთლით საძებნია, მაცივრის, ტელევიზორის, სარეცხი მანქანის ხელოსნებსაც ძნელად ნახავთ, აღარაფერს ვამბობ კვალიფიციურ მშენებელზე, მღებავზე, დურგალზე, მეავეჯეზე, მომპირკეთებელზე და ა.შ. მერე ბორჯომელებს გული წყდებათ სხვა რაიონებიდან ჩამოყავთ ხელოსნებიო, არადა, ხომ მივხვდით, რომ დღეს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები გვესაჭიროება, ვინმე ფიქრობს მათი აღზრდისათვის?! მრისხანედ შემომანათა თვალები.
არგუმენტირებული პასუხი უცბად ვერ გავეცი, ზოგადად ვუთხარი, შევისწავლი ამ საკითხს და წერილს აუცილებლად გამოვაქვეყნებ-მეთქი.
ჩვენი შეხვედრის შემდეგ თითქმის ერთი თვე გავიდა, თითქოს უბრალო საკითხების შესასწავლად ბევრი სამსახური და დაწესებულება შემოვიარე, სპეციალისტებსაც ვესაუბრე. ზოგმა რა მითხრა და ზოგმა რა. დასკვნა კი ძნელი მისაღები იყო.
კითხვა, თუ რატომ დარჩა ბორჯომი კვალიფიციური ხელოსნების გარეშე, ასახსნელად მარტივიც არის და ძნელიც.
დავიწყოთ იმით, რომ რაიონში უმუშევრობის და დაუსაქმებლობის დონე 60-70 პროცენტია, მაშინ, როცა ერთ დროს საქვეყნოდ ცნობილ კურორტზე მუშა-ხელი ხაშურიდან, ხარაგაულიდან, ახალციხიდან მოყავდათ, ახლა კი მაღალი კლასის მზარეული, კონდიტერი, სტილისტი, მეტყევე, მკერავი, ხაბაზი, მშენებელი, შემდუღებელი და ა.შ. სანთლით საძებნია. რატომ შეიქმნა ჩვენში ამ სპეციალობების დეფიციტი? მიზეზი მრავალია, მაგრამ რამდენიმეს ჩამოთვლა შეიძლება.
ამ რამდენიმე წლის წინათ დაიხურა პროფტექნიკური სასწავლებელი, ასევე გაუქმდა პოლიტექნიკური კოლეჯი, რომლებიც კვალიფიციური სპეციალისტებით ამარაგებდნენ არა მარტო ბორჯომს, არამედ საქართველოს.
მეორე მიზეზი ისაა, რომ მშობლების ერთ კატეგორიას ეთაკილება შვილებს ასწავლოს ზემოთ ჩამოთვლილი პროფესიები, წელზე ფეხს იდგამენ, ვალებში იხრჩობიან იმისთვის, რომ შვილებს უმაღლესი განათლება მიაღებინონ, რომლის დამთავრების შემდეგ სამუშაოსაც ვერ შოულობენ.
არადა, ცნობილი ფაქტია, კარგი ხელოსნის ფასი მეტად მაღალია და არც შემოსავალს ემდურებიან.
სამწუხარო ისიცაა, რომ ბევრი ახალგაზრდა სასწავლებლად და სამUუშაოდ საზღვარგარეთ წავიდა, უცხო გარემოში ბევრმა დანაშაული ჩაიდინა, ან უბრალოდ... დაგვეკარგა...
სადაა გამოსავალი?
სახელმწიფოს ახალი წყობა, ახალი ცხოვრება, უამრავ პრობლემის წინაშე გვაყენებს, მათი გადაწყვეტა ერთი ხელისდაკვრით შეუძლებელია და ჩვენი მოვალეობაა ფეხი ავუწყოთ თანამედროვე ცხოვრებას.
დღეს ბევრი რამ კეთდება იმისთვის, რომ კვლავ აღორძინდეს კურორტი, მოვიზიდოთ დამსვენებელი და ტურისტი. შენდება სასტუმროები, სასიკეთოდ იცვლება ქალაქისა და სოფლის ინფრასტრუქტურა და სხვა. მარტო მიმდინარე წელს ხუთი სასტუმრო ჩადგება მწყობრში, თითოეულში 100 თანამშრომელი მაინც იქნება დასაქმებული, ე.ი. 500 ადამიანი დასაქმდება, მაგრამ როგორი იქნება მათი კვალიფიკაცია, გაუნათლებელ და დაბალი კვალიფიკაციის პიროვნებას სამუშაოდ არავინ მიიღებს, ექიმის, ექთნის, მზარეულის, მიმტანის, კარისკაცის თუ სხვათა მომსახურების დონე უნდა შეესაბამებოდეს თანამედროვეობას, ამიტომ ჩათვალა რაიონის ხელმძღვანელობამ და სასტუმროთა მეპატრონეებმა კადრების სპეციალური პროგრამით მომზადება.
რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, დღეს რაიონში კვალიფიციური მეტყევეების დეფიციტია. რაიონის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა შერჩეული ახალგაზრდები გადასამზადებლად თბილისში გაეგზავნა რამდენიმე კვირიან ტრენინგზე.
შეიძლება ვინმეს ზედმეტად ან სასაცილოდ მოეჩვენოს ჩემი ნათქვამი, მაგრამ ამ მხრივ არც კაფე-რესტორნებშია სასურველი მომსახურება. ამ დაწესებულებების სერვისები, მზარეულისა თუ მიმტანის კვალიფიკაცია არასახარბიელოა. ასეა მარკეტებში და სხვა მომსახურების ობიექტებშიც.
როგორც ვხედავთ, ჩემს ძველ ნაცნობს აღშფოთების უფლება აქვს. დღეს, როგორც ჰაერი, ისე გვესაჭიროება მრავალპროფილიანი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ყველა დარგში, რომლებსაც ექნებათ მეწარმეობისა და ბიზნესის მართვის უნარი, მაშინ აღარ დაგვჭირდება ყველა წვრილმანზე სხვაგან სირბილი.
ვალერიან ლომიძე
23.08.2012 |
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო
REGIONS.GE
|
| : |
Hey, that's a clveer way of thinking about it. |
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
 |
 |
 |
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
კვ
|  | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | | |
|
|
|
|
 |
|
 |
 |
 |
 |
 |
 |
 |
|
თბილისი
|
დღეს |
ხვალ |
|
ამინდი |
 |
 |
|
დღისით |
+ 29 °C
|
+ 29 °C
|
|
ღამით |
+ 13 °C
|
+ 15 °C
|
ამინდის პროგნოზი
|
|
 |
|
 |
 |
 |
|