შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რამდენია ჯარიმა "ჭიაკოკონობაზე" საბურავების დაწვისთვის

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30609 
 23 აპრილი 2019
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ტრადიციულ რიტუალ - „ჭიაკოკონობასთან" დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ნებისმიერი ტიპის ნარჩენის (მათ შორის, საბურავების, პლასტიკის მასალის, ფოთლების) ღია წესით დაწვა აკრძალულია.
-"აღნიშნული ნარჩენების დაწვისას, გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ტრადიციულ რიტუალში.

არსებული მონაცემებით, 1 ტონა რეზინის საბურავის ღია წესით დაწვისას ატმოსფეროში გამოიყოფა 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ სხვადასხვა ტოქსიკური აირი,"-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ამბობენ, რომ ყველა დამრღვევის მიმართ კანონმდებლობით დადგენილ ზომებს გაატარებენ, რაც 200-დან 500 ლარამდე დაჯარიმებას გულისხმობს.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია