შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანში ანიმაციური ფილმების ფესტივალი გაიმართა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30614 
 23 აპრილი 2019
დღეს გურჯაანის კულტურის ცენტრში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის "ექო-თოფუზის" მეორე დღე გაიმართა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დარბაზში, ანიმაციური ფილმების ჩვენება ჩატარდა, მანამდე კი დრამ შოუ და კოსტუმირებული მსვლელობა მოეწყო.
ანიმაციის განვითარების ფონდის პროექტების მენეჯერის ანი გეჯაძის თქმით, გუშინ ჩატარდა „ვორქშოპი“, სადაც ბავშვებმა ანიმაციური ფილმი შექმნეს.
„ანიმაციური ფილმების ფესტივალი თოფუზი ამჯერად გურჯაანს ეწვია. გუშინ ვორქშოპის ღონისძიებაში,15-მდე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. მათ საკუთარი ჩართულობით შექმნეს ანიმაციური ფილმი, რომელიც ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე საკონკურსო კატეგორიაში მიიღებს მონაწილეობას. ძალიან საინტერესო პროცესი იყო. დღეს ნაჩვენები იქნება უახლესი ქართული, ასევე უცხოური ანიმაციური ფილმები. ქართული ფილმების ავტორები მოუყვებიან ბავშვებს, თუ როგორ იმუშავეს ფილმებზე. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ გურჯაანის მუნიციპალიტეტთან და ამ ურთიერთობას მომავალშიც გავაგრძელებთ. “

პროექტი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ა(ა)იპ კულტურის ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია