შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მონიშვნები ახლიდან დასახაზი რომ გვექნებოდა, ერთი წლით ადრე ვერ დავგეგმავდით

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30615 
 24 აპრილი 2019
გურჯაანის ცენტრალურ და შიდა მუნიციპალურ გზებზე ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელები (ე.წ. ზებრა) წაშლილია. ასევე დაზიანებულია სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები (ბუგაროკები).


მძღოლის გიორგი ზავრაშვილის თქმით, საგზაო მონიშვნები, ქალაქში თითქმის აღარ ჩანს, რაც ხშირად პატრულის მხრიდან დაჯარიმების მიზეზი ხდება.
„გადასასვლელი ზოგან ისეა წაშლილი, საერთოდ ვერ გაარჩევ, ოდესმე თუ ყოფილა დახაზული. ხშირია შემთხვევები, რომ ვერ ვხედავთ, მგზავრს, გზას ვერ ვუთმობთ და ამის გამო, პატრული გვაჯარიმებს. არ ვიცი, ვის ევალება ეს, მაგრამ აუცილებელია ნახაზები ხშირად განახლდეს. რაც შეეხება ბუგაროკებს, ისინი მანქანებს ძალიან აზიანებს.“


მერი ომარაშვილის განმარტებით, მოუწესრიგებელი ზებრა გადასასვლელი ფეხით მოსიარულეებსაც უქმნის საფრთხეს.
„ხშირად მძღოლები არ გვითმობენ გზას. კიდევ ისეთი შემთხვევებიც არის, ერთი ავტომობილი ჩერდება, მეორე - არა. ვფიქრობ, ეს იმის ბრალია, რომ ზოგი დახაზულს ვერ ამჩნევს. ამ დროს, ავარიული სიტუაცია იქმნება. ამიტომ ამაზე სპეციალურმა სამსახურებმა უნდა იზრონონ. “


მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის კოტე ბერიძიშვილის განმარტებით, საგზაო მონიშვნების განახლება იგეგმება, თუმცა ამბობს, რომ ამისთვის გარკვეული თანხაა საჭირო.
„ერთი წლით ადრე ვერ დავგეგმავდით, რომ ბუგაროკები დაიშლებოდა ან მონიშვნები ახლიდან დასახაზი გვექნებოდა. ნახაზებს ცოტა კორექტირება სჭირდება. შედგენილია ხარჯთაღრიცხვა. უბრალოდ გადასახედია ახალი განფასება, გამოვძებნით შესაბამის თანხებს და აუცილებლად გავაკეთებთ. გამოცხადდება ტენდერი. დათვლილი გვაქვს სად არის ბუგაროკი აღსადგენი ან ზებრა გადასასვლელი დასახაზი. ყველაფერს ვათანხმებთ საგზაო დეპარტამენტთან, გავდივართ კონსულტაციებს. ცენტრალური გზა შიდასახელმწიფოებრივი გზაა და ჩვენ არ გვეხება. მას საგზაო დეპარტამენტი აკონტროლებს. იქ განთავსებულ ბუგაროკებზე ბევრჯერ წავაწყდით წინააღმდეგობას. მოსახლეობისგან შემოვიდა საჩივრები, რომ ღამე მანქანების გადასვლა ხმაურს იწვევს. იყო შემთხვევები, რომ თვითნებურადაც დააზიანეს. ამიტომ თუ არ მოგვმართა შესაბამისი განცხადებით სოფლის წარმომადგენლმა, მის აღდგენაზე ჩვენ ვერ მივწერთ დეპარტამენტს. “

მისივე თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა სავარაუდოდ ზაფხულის პერიოდში მოხდება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია