შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კაჭრეთში გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობა დაიწყო

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30856 
 11 ივნისი 2019

სოფელ კაჭრეთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობა დაიწყო.


გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის კოტე ბერიძიშვილის განცხადებით, პროექტის ფარგლებში ერთსართულიანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მუნიციპალური სამსახურის შენობა აშენდება.

„მუნიციპალიტეტში ორი კატასტროფის ცენტრი შენდება: ერთი გურჯაანში და მეორე კაჭრეთში. ერთი კვირაა რაც მშენებლობა დაიწყო და ნორმალური ტემპით მიმდინარეობს. სამუშაოები სამ თვეში უნდა დასრულდეს. ცენტრი უკანა მხრის ზონას მოემსახურება.“

სამუშაოებს, რომლის ღირებულება 119 400 ლარს შეადგენს, შპს "ქებული 2016" ასრულებს

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია