შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანელი მოსწავლეები სლოვაკეთში საერთაშორისო ფორუმზე გაემგზავრებიან

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/31014 
 05 ივლისი 2019
საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტმა, დებატების ეროვნული ტურნირის ფარგლებში,10 ტოპ-სპიკერი შეარჩია. მათ შორისაა სამი გურჯაანელი მოსწავლე.


მერიის კულტურისა და განათლების განყოფილების უფროსის თამარ ფურცელაძის განცხადებით, მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლე ანა სოსებაშვილი, მუკუზნის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიკა ხაჩიშვილი და კაჭრეთის საჯარო სკოლის მოსწავლე მარი ბეროშვილი, სხვა დანარჩენ ბავშვებთან ერთად, სლოვაკეთში გაემგზავრებიან.
„თბილისში დებატების ეროვნულ ტურნირზე ჩვენი მუნიციპალიტეტიდან სამი საუკეთესო ბავშვი იმყოფებოდა, რომლებმაც გაიმარჯვეს და საუკეთესო ათეულში მოხვდნენ. 19-დან 24 აგვისტოს ჩათვლით ისინი სლოვაკეთში გაემგზავრებიან და საერთაშორისო ფორუმზე მიიღებენ მონაწილეობას.“

შეგახსენებთ, რომ, გურჯაანის მუნიციპალიტეტში დებატკლუბები, გასულ წელს, მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ინიციატივითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით შეიქმნა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს მომავალი თაობის არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, ორატორული უნარების განვითარება, მუნიციპალიტეტის განვითარებაში მათი აქტიური ჩართულობა და ადვოკატირების სწავლება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია