შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/31015 
 05 ივლისი 2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დღეს საკრებულოს მორიგ სხდომაზე განიხილეს.


მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ნატო გონგაძის თქმით, ინფრასტრუტქუტული სამუშაოებისთვის რეგიონული ფონდიდან დაფინანსება გაიზარდა.
„თანხა გამოიყო სამი ამბულატორიის (ბაკურციხე, ჭერემი და ზემო კაჭრეთი) რეაბილიტაციისთვის. ასევე, სტიქიის პრევენციისთვის, რაც ძირითადად ხევების გაწმენდას მოხმარდება. გარდა ამისა, დაგეგმილია არაშენდაში კიდევ ერთი გზის რეაბილიტაცია. ცვლილებებია როგორც შემოსავლების, ასევე ხარჯვით ნაწილში. “

მისივე თქმით ტენდერი ყველა სამუშაოზე უკვე გამოცხადებულია.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება