შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შსს მოძალადეზე ელექტრონული ზედამხედველობის მექანიზმის დანერგვის ინიციატივით გამოდის

სამართალი
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/samarthali/article/31419 
 14 სექტემბერი 2019
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინა სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

როგორც შსს-ში განმარტავენ, ცვლილებების მიზანია   მოძალადის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის აღსრულების უზრუნველყოფა, რისი განხორციელებაც შესაძლებელი გახდება  ელექტრონული ზედამხედველობის დანერგვის გზით. ეს შესაძლებელს გახდის ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის განმეორების თავიდან აცილებას და მსხვერპლთა დაცვას.

"• ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე, ძალადობის განმეორების რეალური საფრთხის არსებობისას, შემაკავებელი ორდერის გამოცემისას (ან მისი მოქმედების პერიოდში ნებისმიერ დროს) მოძალადეზე არაუმეტეს 1 თვით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეიძლება დაწესდეს ელექტრონული ზედამხედველობა. აღნიშნულის მიზანია მსხვერპლთან მიახლოების აკრძალვის კონტროლი;

• მოძალადის მიერ ელექტრონული ზედამხედველობის ვალდებულებების შეუსრულებლობა ან ელექტრონული ზედამხედველობისთვის განზრახ თავის არიდება წარმოადგენს შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობას და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას (სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე ვადით);

• ოჯახში ძალადობის მსხვერპლის ინტერესების გათვალისწინებით, დამცავი ორდერის მოქმედების ვადა იზრდება 9 თვემდე, ნაცვლად 6 თვისა. აღნიშნულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო;

• ფართოვდება ოჯახის წევრის დეფინიცია ოჯახის წევრის ჩამონათვალს ემატება წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, მხარდაჭერის მიმღები, მეურვეობასა და მზრუნველობაში მყოფი პირი." - განმარტავენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის - UN WOMEN-ის აქტიური მონაწილეობითა და მხარდაჭერით. აღნიშნულმა ორგანიზაციამ შეიძინა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა 100 ელექტრონული სამაჯური და შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

იხილეთ ამავე თემაზე:

გურჯაანში მამამ ორსული შვილი სცემა, გოგონას ნაყოფი მოსცილდა
მიმდინარე წელს შვილების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში 110 მშობელი ამხილეს
ლაგოდეხში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მისი კლასელის მამა დააკავეს
სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელი მკაცრდება
შსს-მ ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირებისთვის სასჯელი გაამკაცრა
შვილმა და რძალმა სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის გამო მცემეს - ოჯახური ძალადობა ვეჯინში
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია