შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ექთანი გურჯაანის ერთჯგუფიან ბაღებსაც ეყოლება

განათლება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/ganathleba/article/31625 
 15 ოქტომბერი 2019

დღეიდან ექთნის შტატი გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთჯგუფიან საბავშვო ბაგა-ბაღებსაც დაემატა. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ლელა თევდორაშვილის განმარტებით, ასეთი სულ 14 ბაღია.



"2017 წელს დამტკიცდა საბავშვო ბაგა -ბაღებისთვის ახალი რეგულაციები. აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა ყველა ბაღში იყოს ექთანი. 37 სააღმზრდელო დაწესებულებიდან მრავალჯგუფიანებში უკვე გვყავდა შესაბამისი კადრი. 14 ერთჯგუფიან ბაღში კი, დღეიდან დაემატა ექთნის შტატის ნახევარი განაკვეთი. აქ იყო მხოლოდ ერთი მოთხოვნა, მათ უნდა ჰქონოდათ პროფესიული სამედიცინო განათლება. თანამშრომლები სწორედ ამ კრიტერიუმებით შევარჩიეთ."

მისივე თქმით, ექთნები დაემატა: კახიფარის, მუკუზანის, ზეგაანის, ველისციხის მე-2, ყიტაანის, კარდენახის მე-3 და მე-4, ჩალაუბანის, მელაანის, ქოდალოს, დარჩიეთის, ჯიმითის, ნანიანის და ზემო კაჭრეთის ბაგა-ბაღებში.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია