შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნინო მამუკაშვილმა ცურვის საერთაშორისო ტურნირზე მესამე ადგილი აიღო

სპორტი
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/sporti/article/31761 
 04 ნოემბერი 2019
ბათუმში გამართულ ცურვის საერთაშორისო ტურნირზე გურჯაანელმა სპორტსმენებმაც მიიღეს მონაწილეობა. ნინო მამუკაშვილმა მესამე ადგილი აიღო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გურჯაანის სპორტკომპლექსის დირექტორის, გელა დალაქიშვილის განმარტებით, ტურნირში ექვსი ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
„ტრადიციულ ბათუმის საერთაშორისო პრესტიჟულ ტურნირზე ჩვენმა ნაკრებმა გუნდმა, სულ შვიდმა გოგონამ მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრი ჩატარდა ორ ასაკობრივ კატეგორიაში, 2007-08 და ასევე 2009-10 წლებში დაბადებულთა შორის. ცურვა ზოგადად რთული სახეობაა და ჩვენ, როგორც დამწყებებმა, კარგი შედეგები ვაჩვენეთ. ეს მათი მწვრთნელის, გიორგი ჯეჯელავას დიდი დამსახურებაა. ნინო მამუკაშვილისთვის ეს პირველი წარმატება არ არის, მან ბრინჯაოს მედალი გასულ წელს ბათუმის ღია პირველობაზეც აიღო.“

რაც შეეხება კიდევ ერთ მონაწილეს, ანა მამუკაშვილს, მან ამავე შეჯიბრზე შეასრულა უფროსების მესამე თანრიგი. გუნდის ორი თანრიგოსანი სპორტსმენი: ანა მამუკაშვილი და დაჩი ნაზრიშვილი მიწვეულები არიან კადეტთა შორის საქართველოს ღია პირველობაზე საჩხერეში, რომელიც 15-16 ნოემბერს ჩატარდება.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია