შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანის მერიამ 5 ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=38384 
 23 აპრილი 2019

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ 5 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. აღნიშნულ პოზიციებზე თანამდებობრივი სარგო 400-დან 850 ლარამდე მერყეობს.

მერიაში აცხადებენ, რომ კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად, რომელიც განაცხადების გადარჩევასა და გასაუბრებას გულისხმობს.

“ვაკანტურია მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი სპეციალისტის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი სპეციალისტის, საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსი სპეციალისტის, სოფელ ყიტაანის, კალაურისა და ჩუმლაყის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის საკითხებში მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილების უმცროსი სპეციალისტების პოზიციები. 
კონკურსის ძირითადი მოთხოვნებია უმაღლესი განათლება და პოზიციების შესაბამისად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება. საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქულათა სისტემის საფუძველზე, განაცხადის წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს სამი თვისა”, – აცხადებენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.

კონკურსანტებს აღნიშნულ პოზიციებზე განაცხადების შეტანა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე (hr.gov.ge) 28 აპრილამდე შეეხლებათ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია