შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საგარეო საქმეთა სამინისტრო დავით გარეჯთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=38425 
 25 აპრილი 2019

კომუნიკაცია მიმდინარეობს ძალიან პარტნიორულ ატმოსფეროში, თუმცა ვიცით, რომ ასეთი საკითხების გადაწყვეტას გარკვეული დრო სჭირდება, – ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან დავით გარეჯის ტერიტორიაზე უდაბნოს მონასტრის გადაკეტვას.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ყველამ ემოციური ქმედებებისა და განცხადებებისგან თავი უნდა შეიკავოს.

“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან განხორციელდა ქედს მიღმა გადამსვლელი ნაკადის შეზღუდვა. ამის შესახებ, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ასევე საზღვრის დაცვის შესაბამისმა სამსახურმა მივმართეთ და აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს და საკითხის დარეგულირებაზე ვმუშაობთ, რათა შეუფერხებლად მოხდეს პილიგრიმების, ტურისტების, მრევლის გადაადგილება.

მინდა გითხრათ, რომ კომუნიკაცია მიმდინარეობს ძალიან პარტნიორულ ატმოსფეროში, თუმცა ვიცით, რომ ასეთი საკითხების გადაწყვეტას გარკვეული დრო სჭირდება.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მსგავს სუტუაციებში მიზანშეწონილია, თავი შევიკავოთ ემოციური ქმედებების, ან განცხადებებისგან, რადგან ეს პროცესს არ წაადგება და ხელს შეუშლის.

იცით, რომ ჩვენ პერმანენტულად ვითხოვთ მოცემულ მონაკვეთზე და საზღვრის მთელ პერიმეტრზე ჩვენი ინტერესების გათვალისწინებას. იმედი გვაქვს, რომ აზერბაიჯანული მხარე საკითხს გაგებით და კონსტრუქციულად მოეკიდება”, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, კირიონის (ონიანი) ცნობით, უკვე სამი დღეა, აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებენ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები