შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თუშეთის გზის 56-ე კილომეტრზე დამატებითი ტექნიკის მობილიზება დაიწყება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=39312 
 05 ივნისი 2019

ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე დამატებითი ტექნიკის მობილიზება დაიწყება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, უწყებათაშორისი კომისიის წარმომადგენლები, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე მეწყრული მოვლენების შედეგად წარმოშობილ ტბასთან არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, სპეციალისტებმა ადგილზე შეისწავლეს არსებული ვითარება და პრობლემების გადაჭრის გზებს დასახავენ.

„გავეცანით ადგილზე არსებულ ვითარებას, 56-ე კმ-ზე მდგომარეობა გაუმჯობესებულია და წყლის დონე შედარებით დაკლებულია. კომისიამ ასევე შეისწავლა სტიქიის გამომწვევი მიზეზები და თბილისში დაბრუნებისთანავე დაისახება კონკრეტული ღონისძიებები. დღეის მდგომარეობით, არსებული ბუნებრივი პირობები საშუალებას იძლევა 56-ე კმ-ზე გზის აღსადგენად ტექნიკა დაემატოს, რაც პროცესს მნიშვნელოვნად დააჩქარებს“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მისივე ცნობით, 56-ე კმ-ის გარდა, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის ორივე მხრიდან გრძელდება თოვლის წმენდისა და ზამთრის პერიოდში დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის სამუშაოები.

“2 საპროექტო ჯგუფი მუშაობს სტიქიის გამო დაზიანებულ მონაკვეთებზე საპროექტო გადაწყვეტილების მისაღებად. პროექტირება 3 კვირაა გრძელდება და შემდეგი კვირიდან ეტაპობრივად დაიწყება საპროექტო გადაწყვეტების წარმოდგენა. ამის შემდეგ დაიწყება სტიქიის პრევენციის, ნაპირსამაგრი და სამშენებლო სამუშაოები”, – განაცხადა ქარსელაძემ.
თუშეთთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე სულ 10-მდე პრობლემური მონაკვეთია.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები
ახალი ამბები