შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე და საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებაზე იმსჯელებენ

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=39984 
 09 ივლისი 2019

თელავში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, ნულოვან ბარიერზე და საარჩევნო კანონდებლობის ცვლილებაზე დისკუსია გაიმართება. შეხვედრა თელავის დემოკრატიის სკოლაში 11 ივლისს, 16:00 საათზე დაიწყება.

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, (GYLA) პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული ადამიანები, რომლებიც საკუთარ ხედვას და მოლოდინებს გაგვიზიარებენ.

ღონისძიების ორგანიზატორი, თელავის დემოკრატიის სკოლის ხელმძღვანელი ნიკოლოზ შარვაშიძე აცხადებს, რომ შეხვედრაზე განხილული იქნება საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული სიახლეები.

,,რამდენიმე კვირის წინ დაწყებულ საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი მთავარ მოთხოვნას – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს მხოლოდ პროპორციული სისტემით, საქართველოს მმართველი პოლიტიკური პარტია “ქართულმა ოცნება” დათანხმდა და მზადყოფნა გამოთქვა, რომ გაუქმდეს არსებული შერეული მაჟორიტარული-პროპორციული სისტემა და უახლოესი საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდეს, თუმცა, აქვს დათქმა – უნდა გაუქმდეს საარჩევნო ბარიერი.

შეხვედრაზე ვისაუბრებთ რას ნიშნავს მაჟორიტარული სისტემის გაუქმება საქართველოს პარლამენტისთვის, რას ცვლის აღნიშნული საკითხი მოსახლეობისთვის, რა ნაკლოვანებები და უპირატესობები აქვს მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემის მოდელს და რას ნიშნავს საარჩევნო ბარიერის გაუქმება საპარლამენტო არჩევნებისათვის.

ამ და საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებულ სხვა საინტერესო თემებზე EECMD თელავის დემოკრატიის სკოლაში საჯარო დისკუსია გაიმართება”,- განაცხადა ნიკოლოზ შარვაშიძემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია