შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

2019 წლის “წინანდლის პრემიის” მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=41358 
 05 ოქტომბერი 2019

“ზურაბ ჟვანიას ფონდი” 2019 წლის “წინანდლის პრემიის” მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს.

კონკურსი ხელს უწყობს ახალგაზრდა, ნიჭიერ და პერსპექტიულ შემოქმედთა შესაძლებლობების რეალიზებას.

კონკურში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ 2019 წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები შემდეგ ნომინაციებში: თეატრალური ხელოვნება, კინოხელოვნება, პროზა, პოეზია, მუსიკალური ხელოვნება, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სახვითი ხელოვნება, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.

“წინანდლის პრემიის” ლაურეატები დაჯილდოვდებიან დიპლომით, სხვადასხვა პრიზებითა და ფულადი პრემიით.

,,2019 წლის “წინანდლის პრემიის” კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 20 ოქტომბრის ჩათვლით საკონკურსო ნაშრომი/ნამუშევარი, აპლიკაციის ფორმასთან და რეზიუმესთან (CV) ერთად, უნდა წარადგინონ ზურაბ ჟვანიას ფონდში (თბილისი, შარტავას ქ. N18)  საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე აპლიკანტების განაცხადები მიღება კი შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით (tsinandlispremia@yahoo.com). ეს რიგით მერვე კონკურსი იქნება, რომელში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 30-წლამდე ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს”,- აცხადებენ კონკურსის ორგანიზატორები.

,,წინანდლის პრემიის” იდეა, 1998 წელს წინანდალში ახალგაზრდა შემოქმედთა შეხვედრა-სემინარზე დაიბადა.

სემინარის ორგანიზატორი იყო საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი. პროექტს თავიდანვე აქტიურად დაუჭირა მხარი პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ, რომლის ინიციატივითა და პატრონაჟით ტარდებოდა კონკურსი.

“წინანდლის პრემია 2019”  ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები
კახეთის ხმა

მოლოდინი