შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახეთში მსოფლიოში უნიკალური სახეობის სოკოების არსებობა დასტურდება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=42201 
 06 ნოემბერი 2019

კახეთის რეგიონში მსოფლიოში უნიკალური სახეობის სოკოების – ტრუფელისა და გულას არსებობა დასტურდება.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სულამანიძე ამბობს, რომ ტრუფელის სახეობის სოკო წელს ახმეტაში ნახა, ხოლო გულა – ლაგოდეხში.

,,ტრუფელის სახეობის სოკო კახეთშიც გვხვდება, ზოგი ადამიანი მას მოიპოვებს კიდეც. ყველაზე ძვირფასი სოკო დედამიწაზე, თეთრი ტრუფელი მე შემხვდა წელს ახმეტაში. მისი არსებობა საქართველოში არ იყო დადასტურებული. ხოლო გულა სოკო, რომლის ფოტომასალაც მაქვს, ვნახე ლაგოდეხში. ეს სოკოები სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. გარდა ამისა, მე ასევე ლაგოდეხში ვნახე ნიყვის სახეობის სოკო, რომელიც ასევე იშვიათია”,- განუცხადა “კახეთის ხმას” გიორგი სულამანიძემ.

მოსახლეობა სოკოების მრავალფეროვნებისა და მათი სასარგებლო თისებების შესახებ ნაკლებ ინფორმაციას ფლობს.

გარემოს დამცველების თქმი, ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას კახეთში, სადაც დიდი რაოდენობით სოკოა, მაგრამ ხალხი ამით არ არის დაინტერესებული, რადგან უპირატესობას ანიჭებენ მხოლოდ ხის სოკოს და მიიჩნევენ, რომ ის უფრო საიმედო და უვნებელია.

 

ავტორი: მაკა ხაზიური

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია