შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის  თავისუფალი დასწრება გაუქმდა

განათლება
წყარო:  http://batumelebi.netgazeti.ge / ბათუმელები 
 16 აპრილი 2019
განათლების სამინისტროს  ინფორმაციით, ზოგადი განათლების შესახებ კანონში  ინიცირებული ცვლილების საფუძველზე საჯარო სკოლებში საატესტატო გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა. „აქედან გამომდინარე, 2018-2019 სასწავლო წელს, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის  თავისუფალი დასწრების რეჟიმი აღარ იმოქმედებს და  მათთვის სასწავლო წელი 20 მაისს დასრულდება,“-ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. სამინისტროს ინფორმაციით, წელს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის  30% და მეტის გაცდენის გამო ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაციის  პერიოდად 21-22  მაისი, ხოლო საგამოცდო პერიოდად 23 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით განისაზღვრება. ექსტერნატის გამოცდებისთვის მოსწავლეთა რეგისტრაცია საჯარო სკოლის მიერ ელექტრონულად განხორციელდება. „რაც შეეხება ექსტერნის გამოცდებს, როგორც ცნობილია, ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად,  თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი გააცდინა, ის  მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე ფასდება“. ოფიციალური ინფორმაციით, თავისუფალი დასწრების პრაქტიკა 2012-2013 სასწავლო წლიდან მოქმედებდა. გამომდინარე იქიდან, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი გრაფიკით, სკოლის გამოსაშვები გამოცდები სასწავლო წლის დასრულებისთანავე იწყებოდა, აუცილებელი ხდებოდა გაცდენების ზღვრულ ოდენობაზე მეტის მქონე მოსწავლეების ექსტერნატის წესით შეფასების პროცესი ამ დროისთვის დასრულებული ყოფილიყო. „სწორედ ამიტომ, სამინისტროს გადაწყვეტილებით,  მეთორმეტეკლასელებისთვის, ყოველწლიურად, თავისუფალი დასწრების რეჟიმი  სასწავლო წლის დასრულებამდე ერთი თვით ადრე დაიშვებოდა და ამ პერიოდში მათ მიერ გაცდენილი საგაკვეთილო საათები უკვე დაგროვილი გაცდენების რაოდენობას არ ემატებოდა“.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
განათლება