შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახა ჩხეტიანი: "სანამ ქუთაისის "ტორპედოში" პრობლემა იქნება, გუნდს არ დავტოვებ"

სპორტი
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 05 ივნისი 2019

სანამ ქუთაისის "ტორპედოში" პრობლემა იქნება, კახა ჩხეტიანი გუნდს არ დატოვებს, რომ გამოსწორდება ყველაფერი, მერე დავფიქრდები - განუცხადა ქუთაისის "ტორპედოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა "ნიუპრესს".

მან უარყო მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ შექმნილი მდგომარეობის გამო კლუბის დატოვებას გეგმავს.  მწვრთნელის განცხადებით, კლუბს გასაჭირში არ მიატოვებს.  ჩხეტიანი ადასტურებს, რომ "ტორპედოში" რთული პერიოდი გრძელდება,   რაც ფინანსურ საკითხებს უკავშირდება, თუმცა, მისი თქმით, კლუბის ყველა ფეხბურთელი ადგილზეა და წვრთნებს აგრძელებენ. 

"მოლოდინში ვართ და იმედია,  გამოსწორდება მდგომარეობა, ერთ კვირაში გაირკვევა ყველაფერი, მეტს ვერაფერს გეუბნებით. მე აქ ვარ, ვარჯიშობს გუნდი ჩვეულებრივად,  რაც შემეხება მე, კლუბს გასაჭირში არ მივატოვებ, მერე დავფიქრდები... მადლობა გულშემატკივრებს, ყველას ვისაც "ტორპედოს" ბედი ანაღვლებს,  ჩვენი ქალაქის და ჩვენი გუნდია და ამაზე მეტი ბედნიერება რა არის, როდესაც იქ ხარ, სადაც გიყვარს და ყველაფერი გიხარია", - განაცხადა ჩხეტიამ.

შეგახსენებთ, "ტორპედოს" ფეხბურთელებს რამდენიმე თვეა ხელფასები არ მიუღიათ.  კლუბის პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ პრობლემების მოგვარების პირობა დადო, რაც  ამ დრომდე არ შესრულებულა. ჩაჩავას განცხადებით, კლუბის ბიუჯეტი შემცირდება, რაც კლუბიდან ძვირადღირებული ფეხბურთელების წასვლის საფრთხეს ქმნის. შექმნილი მდგომარეობა  "ტორპედოს" ფანებმა აქციით გააპროტესტეს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია