შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლაშა ტალახაძემ ახალი რეკორდი დაამყარა და ატაცში მსოფლიო გახდა

სპორტი
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 27 სექტემბერი 2019

27 სექტემბერს ქართველმა ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა. ოლიმპიადის, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა, მსოფლიოს მრავალგზის რეკორდსმენმა ატაცში სამივე ცდა გამოიყენა.

ქართველმა ძალოსანმა ჯერ 208, შემდეგ კი 215 კილოგრამი ასწია, რითაც ოქროს მედალი მოიპოვა. ტალახაძემ ასევე, ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და 220 კილოგრამი ასწია.

მეორე ადგილზე გასულმა სომეხმა გორ მინასიანმა 212 კილოგრამი ასწია, მესამე ადგილზე კი 200 კილოგრამით ალჟირელი ძალოსანი გავიდა.

26 წლის ლაშა ტალახაძე კვლავ პლანეტის ყველაზე ღონიერი ადამიანია.

 ipn.ge

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია