შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელაველებმა და გურჯაანელებმა ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გომბორთან მოაწყვეს

საზოგადოება
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=62054 
 12 ივლისი 2019

თელავისა და გურჯაანის მცხოვრებლებმა გომბორის გადასახვევთან აქცია მოაწყვეს და  „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ ეთერში ღვინის შესახებ გამონათქვამი  გააპროტესტეს.

 

აქციაზე ძირითადად მევენახეები იმყოფებოდნენ. მათი თქმით, გვარამიამ შეურაცხყოფა მიაყენა კახეთს და ქართულ ღვინოს. მევენახეებს ასეთი ლოზუნგები ჰქონდათ პლაკატებზე:"ნიკა გვარამია, შენ მიაფსი მამაშენს", "ნიკა, ჩააფსი მიშას კისერში" და ა.შ. ლექსიც კი მიუძღვნეს:"ნიკა, შენ ღვინოს მოეშვი, შარვლის მონახე მკერავი, ორივე ერთად მოგაფსამს, გურჯაანი და თელავი".

 

აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთით გზა გადაკეტეს.

 

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „აქცენტებში“ განაცხადა: „გავკარი ბორჯომსაც და ღვინოსაც. რას ნიშნავს, პუტინი კარგიაო იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ ბორჯომი, ღვინო და ნაბეღლავი შეიტანოს რუსეთში? ჩავუფსი სამივეში, ფეხებზე მკიდია. ძალიან დიდი ბოდიში, ქვეყანა ვართ თუ რაღაცა სავაჭრო ობიექტი. გაეთრიეთ და უკრაინაში გაყიდეთ, კაცო. რას შეგვ… მთელ ერს. ლამის გამოხატვის უფლება აგვიკრძალეთ იმის გამო, რომ თქვენი ბორჯომი იქ ვერ შევიდეს. გადაეჯ… უკრაინაში და იქ გაყიდეთ ეს ბორჯომი“.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია