შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოს ხელისუფლება რუს ტურისტებზე ზრუნვას იწყებს

პოლიტიკა
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=62056 
 26 ივლისი 2019

გავრილოვის ღამის და პუტინის სანქციების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება რუს ტურისტებზე ზრუნვას იწყებს. მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, საქართველოსკენ ტრანზიტული ფრენის ბილეთები ფედერაციის მოქალაქეებისთვის 90 ევროთი იაფი ეღირება და ამ სხვაობას საქართველო აანაზღაურებს. ჯამში ბიუჯეტიდან გამოყოფილ ორ მილიონ ლარზეა საუბარი.


დოკუმენტში წერია, რომ პრიორიტეტული იქნება ფრენები რუსეთიდან ერევნის გავლით თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში. ამ მარშრუტით რეისებს აირზენა ასრულებს, შესაბამისად, მთავრობისგან დაფინანსებას ქართული ავიაკომპანია მიიღებს.

 

მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს ბიუჯეტიდან 600 ათასი ევრო რუსეთიდან ფრენების სუბსიდირებაში დაიხარჯოს, ოპოზიციის დიდი პროტესტი მოყვა. "ოცნების" ოპონენტები ამბობენ, რომ ქვეყანა მთავრობის ახალი გადაწყვეტილებით, რუსულ ტურისტულ ნაკადებზე კიდევ უფრო მიბმული გახდება.

 

მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ იმ დარტყმის გამო მიიღო, რომელიც ქვეყნას რუსული ავიამიმოსვლის შეჩერების შემდეგ მიადგა. თუკი მთავრობა ამ ნაბიჯს არ გადადგამდა, მაშინ ტურისტულ სეზონს სეროზული საფრთხე დაემუქრებოდა.



სრულიად განსხვავებული მოსაზრებებია აქვთ ექსპერტებს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ხელისუფლება რუსული ტურისტული ნაკადების დაფინანსების ნაცვლად ახალ სივრცეებს უნდა ეძებდეს და ანალოგიური თანხა უკრაინელი და ევროპელი ვიზიტორების ჩამოსვლაზე უნდა მიმართოს. ექსპერტები ხელისუფლებას იმის გამოც აკრიტიკებენ, რომ მათ რუსული ტელევიზიების საქართველოს რეკლამისთვის ათობით მილიონი დახარჯეს.

wyaro rustavi2

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია