შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

უკრაინამ პრეზიდენტად ვლადიმერ ზელენსკი აირჩია

საზოგადოება
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=61985 
 22 აპრილი 2019

უკრაინის ახალი არჩეული პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი გახდა. მან ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ ბრიფინგი გამართა და უახლოეს გეგმებზე ისაუბრა და აღნისნა, რომ სურს, იმუშაოს ახალ ადამიანებტან, ახალ გუნდტან ერთად, რომელთა მოწვევასაც გეგმავს ინაუგურაციის შემდეგ.



ყოფილმა პრეზიდენტმა, პეტრე პოროშენკომ ზელენსკის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი თავი მრჩევლადაც შესთავაზა.  მისი განცხადებით, ის ტოვებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისს, მაგრამ რჩება უკრაინულ პოლიტიკაში.



თავის მხრივ, პოროშენკოზე კომენტარი გაააკეთა ზელენსკიმაც.  „ჩვენ ვისაუბრეთ, ბატონმა პოროშენკომ მომილოცა და საკუთარი თავიც შემომთავაზა მრჩევლად ნებისმიერ საკითხზე და მე ამას აუცილებლად გავაკეთებ, მექნება კავშირი პოროშენკოსთან. რაც შეეხება თქვენს (მედიის) კითხვას პოროშენკოს რაიმე თანამდებობაზე დანიშნვანასთან დაკავშირებით, ამ საკითხის განხილვა ნაადრევია“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ თუ საჭიროება იქნება, აუცილებლად დაეკითხება საზოგადოებას, სურთ თუ არა მათ იხილონ პრეზიდენტი პოროშენკო თანამდებობაზე. 



უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა ხმების 80%-ის დათვლის შემდეგ ვლადიმერ ზელენსკი 73.09%-ით ლიდერობს. აღნიშნულ შედეგებს ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს. უკრაინის მოქმედ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს ამომრჩეველთა ხმების 24.57% აქვს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია