შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბიძინა ივანიშვილი:"სრუ­ლი­ად ვი­ზი­ა­რებ ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გულ­წრფელ აღ­შფო­თე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით"

საზოგადოება
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=62039 
 20 ივნისი 2019

 

დღეს საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესია გაიმართა და მას რუსი დე­პუ­ტა­ტი სერ­გეი გავ­რი­ლო­ვი უძღვე­ბო­და, რო­გორც თავ­მჯდო­მა­რე ქვეყ­ნის, რუ­სე­თის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენ­ტი.

 

გავ­რი­ლოვ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის ად­გი­ლი და­ი­კა­ვა, რა­მაც ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უკი­დუ­რე­სი აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. თბი­ლის­სა და სა­ქარ­თვე­ლოს რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღა აგორ­და და მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ეს ნა­ბი­ჯი მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კეს. საპროტესტო აქცია ამჯამადაც მიმდინარეობს პარლამენტთან და ირაკლი კობახიძის გადადგომას მოითხოვენ.

 

ირაკლი კობახიძემ უკვე გაავრცელა განცხადება, რომ ის გადადგომას არ აპირებს.


დღესვე გავრცელდა ბიძინა ივანიშვილის განცხადება, სადაც ის დაუშვებლად მიიჩნევს გავრილოვის სტუმრობას საქართველოს პარლამენტში: "სრუ­ლი­ად ვი­ზი­ა­რებ ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გულ­წრფელ აღ­შფო­თე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.და­უშ­ვე­ბე­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში ოკუ­პან­ტი სა­ხელ­მწი­ფოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დეს რა­ი­მე სა­ხის ფო­რუმს. რო­გორც მა­ტყო­ბი­ნე­ბენ, ეს იყო პრო­ტო­კო­ლუ­რი შეც­დო­მა, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

რო­გორც მა­ტყო­ბი­ნე­ბენ, ეს იყო პრო­ტო­კო­ლუ­რი შეც­დო­მა, რომ­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა ვერ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს, რა­საც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მოყ­ვეს შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა. მე უკვე ვე­სა­უბ­რე პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს, გა­მოვ­ხა­ტე ჩემი მკაც­რი პო­ზი­ცია და, რა თქმა უნდა, ჩემი რე­კო­მენ­და­ცია იყო ამ სხდო­მის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­წყვე­ტა“ - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია