შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ნუ გვესვრი","რუსეთი ოკუპანტია"! - ქუთაისში მოქმედი მედიასაშუალებების ჟურნალისტებმა სოლიდარობის აქცია გამართეს

საზოგადოება
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=62040 
 21 ივნისი 2019

"ნუ გვესვრი","რუსეთი ოკუპანტია"! - ქუთაისში მოქმედი მედიასაშუალებების ჟურნალისტებმა სოლიდარობის აქცია გამართეს.

 

გუშინ თბილისში, პარლამენტთან განვითარებული მოვლენების შედეგად 31ჟურნალისტი დაშავდა და რეგიონების ჟურნალისტებმა მათ მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადეს.

 

სოლიდარობის აქცია ერთდროულად რამდენიმე რეგიონში გაიმართა და მისი ორგანიზატორი ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იყო.

 

როგორც სოლიდარობის  აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს,ამ ფორმით ისინი გმობენ ძალადობას და ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოვალეობის ხელშეშლას.

 

ლიკა კაკუშაძე

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია