შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორში შსს-ს მაღალჩინოსანი, რომელიც პიკაპით ქალს დაეჯახა, 250 ლარით დააჯარიმეს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/12035 
 11 ივლისი 2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი გობეჯიშვილი 250 ლარით დააჯარიმეს. ამის შესახებ qartli.ge-ს შს სამინისტოში დაუდასტურეს. პრეს-სამსახურის განცხადებით, გობეჯიშვილის მიმართ, სამართალდარღვევის ოქმი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილით, შეადგინეს. (მოძრაობის წესების დარღვევა, რამაც ადამიანის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.) დადასტურდა, რომ გობეჯიშვილი ქალს სამსახურებრივი მანქანით დაეჯახა. 50-წლის მანდილოსანი პუშკინის ქუჩაზე, ქვეითების გადასასვლელით სარგებლობდა. qartli.ge წერდა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, შემთხვევის ადგილზე, არავინ დახვდათ. თვითმხილველები ამბობდნენ, რომ  ქალბატონი დაშავებული იყო და პიკაპის მძღოლმა წაიყვანა.  გობეჯიშვილი ხელმძღვანელ პოსტზე ორი თვის წინ დაინიშნა. ის 2012 წლამდე სამხედრო პოლიციაში მუშაობდა, თუმცა, იქიდან გათავისუფლების მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები