შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გადახედეთ ატენს - ყოფილი მინისტრის აგარაკისა და საეპისკოპოსო ქონების ფონზე

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/12350 
 13 აგვისტო 2019
,,გადახედეთ ატენს. შეხედეთ სახლის სახურავებს, რა საცოდავად გამოიყურება იმათ ფონზე" - ამბობს ნატო ხუციშვილი. ის სოფელ ატენში ცხოვრობს. ამბობს, რომ წლების განმავლობაში იბრძოდა იმისათვის, რომ ადგილობრივ მცხოვრებთა ინტერესი დაცული ყოფილიყო. საქმე იმაშია, რომ ატენის სიონის ეზოში კელიები აშენდა. ნატო ხუციშვილი ამბობს, რომ კელიების აშენების იდეა, დიდი ხანია, არსებობდა, მათ შორის, მაშინ, როდესაც ნიკა ვაჩეიშვილი კულტურის მინისტრი იყო: ,,მაშინ იმდენი ვიბრძოლეთ, რომ ეს კელიები არ ავაშენებინეთ. ყოველწლიურად, ვიბრძოდით. სწორედ, მაგ ვაჩეიშვილს აქვს ხელი მოწერილი მშენებლობის ნებართვაზე, რომელიც დღეს განახორციელეს" - აცხადებს ნატო ხუციშვილი. კელიები სიონის ეზოში მაინც აშენდა. ეპარქიაში ამტკიცებენ, რომ სასულიერო პირების სამყოფელი არაფრით ამახინჯებს ისტორიული ძეგლის იერსახეს. ამასთანავე, სასამართლო პროცესიც გაიმართა, სადაც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ პროცესი მოიგო. ეკლესიის ეზოში კელიები სწორედ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თანხმობით აშენდა. ,,იქ ასაშენებელი ადგილი არ იყო, რადგან ატენის სიონის ფასადია დარღვეული. 2009 წელს, მაშინდელ კულტურის მინისტრს ნიკა ვაჩეიშვილს აქვს ნებართვა გაცემული და მოწერილი ხელი, რომ მანდ აშენებულიყო სამონასტრო კელიები. იმის მერე, 2017-2018 წლებში აშენდა ეს კელიები. მანამდე რატომ არ შენდებოდა? ვებრძოდით და იმიტომ არ აშენდა." - ამბობს ნატო ხუციშვილი. ნატო ხუციშვილი აცხადებს, რომ ერისთავების ყოფილ სასახლეში დღეს მოსახლეობას არ უშვებენ. ამიტომ, არსებობს საშიშროება, რომ სიონის ეზოშიც შეიზღუდოს შესვლა. სამაგიროდ, ხალხს სასტუმროში უშვებენ: ,,როგორც გითხარით, მშენებლობებზე ნებართვის გაცემაზე ხელი ნიკა ვაჩეიშვილს აქვს მოწერილი, რომელმაც აგერ ერთი მთა იყიდა და თავისი მდიდრული აგარაკი დადგა, მეორე მთაც 1 ლარად იყიდა, სადაც სასტუმრო გააკეთა. მონაზვნებსაც ძვირფასი სასტუმრო აქვთ. მონასტერში ერისთავების სახელობის ეკლესიაში არავის არ უშვებენ, დაკეტილია, სასტუმროში კიდევ, უპრობლემოდ, ყველას უშვებენ. აქ რომ არ აშენებულიყო კელიები, დაბლა ნაყიდი აქვთ უაზარმაზარი ტერიტორიები, ტანის მარჯვენა ნაწილი ცარიელი რომ არის, აეშენებინათ იქ." - აცხადებს ნატო ხუციშვილი. ნატო ხუციშვილი ამბობს, რომ მღვდელმთავარმა უნდა გაითვალისწინოს ძველი სასულიერო პირების გამოცდილება:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია