შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო გახდა

ეკონომიკა
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 16 იანვარი 2019


2019 წლის პირველი იანვრიდან მანქანას, რომელსაც როგორც ვიზუალური, ისე ტექნიკური მხარე არ ექნება გამართული, აეკრძალება მოძრაობა. საქართველოს კანონმდებლობით, ტექნიკური ინსპექტირების გავლა ყველა ავტომფლობელისთვის სავალდებულო გახდა. თუ აქამდე გარკვეული კატეგორიის ავტომობილები ექვემდებარებოდნენ ტექნიკურ ინსპექტირებას, ამ ეტაპისთვის ყველა მძღოლი ვადებულია საკუთარი ავტომანქანა დეტალურად შეამოწმოს. ბოლნისის ინსპექტირების ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და ივნისის თვიდან ემსახურება ავტომფლობელებს. ცენტრის ხელმძღვანელობის თქმით პირველი იანვრიდან მომართვიანობა გაიზარდა და ბოლო ორი კვირის განმავლობაში ორასმა ავტომანქანამ გაიარა ტექნიკური ინსპექტირება. შემოწმების პერიოდულობა შემდეგნაირად განისაზღვრა: 8 წლის ზემოთ ავტომანქანას ტექნიკური დათვალიერება უწევს წელიწადში ერთხელ, 4- დან 8 წლამდე ორ წელიწადში ერთხელ, 4 წლამდე ავტომობილს კი ეს ვალდებულება საერთოდ ეხსნება. ვიზუალური დათვალიერების შემდეგ ავტომობილზე მოწმდება ფარები, საჭის მექანიზმი, ელექტრო მოწყობილობა, სამუხრუჭე სისტემა, სავალი ნაწილი და გამონაბოლქვი. ავტომობილს დათვალიერებისას თუ აღმოაჩნდა ხარვეზი, მის აღმოსაფხვრელად ავტომფლობელს ეძლევა ერთთვიანი ვადა. ტექნიკური ინსპექტირების გავლის საფასური 60 ლარია. იმ შემთხვევაში თუ მანქანის მფლობელმა განსაზღვრულ დროში ვერ გაიარა ტექ ნიკური ინსპექტირება, ჯარიმდება 50 ლარით, ხოლო განმეორებითი დათვალიერება უფასოა.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მალადეც
საზოგადოება