შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ექსპერტთა კვლევის შედეგის პრეზენტაცია ბოლნისის მუნიციპალიტეტში

ეკონომიკა
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 24 იანვარი 2019

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საწარმო პოტენციალისა და ადგილობრივი წარმოებული პროდუქციის მიწოდება-მოთხოვნის შესაძლებლობებისა და პერიფერიული მომხმარებლების ინტერესების თაობაზე“ ექსპერტთა ჯგუფმა კვლევის პრეზენტაცია გამართა. აღნიშნული კვლევა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ბოლნისში ბიზნესსაქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბები“ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც ევროკავშირის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში განხორციელდა.
კვლევის ძირითადი მიზანია ადგილობრივი წარმოებული პროდუქციის სახეებისა და მოცულობის შესწავლა. ასევე, წარმოების ჯაჭვის გასამართად საჭირო იმ ქმედებების იდენტიფიცირება, რომელიც შესაძლებელია განახორციელოს ბოლნისის მუნიციპალიტეტმა.
დღევანდელ შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის, სახელმწიფო უწყებების, ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
სამართალი
საზოგადოება