შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“-სთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო

ეკონომიკა
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 04 ოქტომბერი 2018

„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ საპილოტე პროექტის „ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“  ფარგლებში,  დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, კერძო და არასამთავრობო სექტორისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა, სამიზნე ჯგუფებისთვის იმ პროექტის გაცნობა, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტში 2018-2021 წლებში განხორციელდება.

პროექტის ფარგლებში ტურიზმისა და აგროსექტორის განვითარებისთვის, კატერინენფელდის ტერიტორიაზე გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურა, ასევე მოეწყობა აგრო ცენტრი, სადაც განთავსდება  ყველის და ხილბოსტნეულის შესაფუთი და ღვინის ჩამოსასხმელი  დანადგარები.

ევროკავშირის პროექტის უმთავრესი მიზანია ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია-რეალიზაცია და ტურიზმის განვითარება.

ნატა კაკაბაძე, პროექტის „ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბების“ მენეჯერი:

-დღეს საუბარი გვქონდა  ტურიზმისა და აგროსექტორის განვითარებაზე. დამსწრე საზოგადოებისგან მოვისმინეთ  მოსაზრებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ კი გავაცანით სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ბოლნისის მუნიციპალიტეტში ამ ორი სფეროს განვითარებასა და გაძლიერებას.

მერი აბრამიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის, პროექტების მართვის განყოფილების უფროსი:

– შეხვედრის მთავარი მიზანი იყო  სამიზნე ჯგუფებისთვის გაგვეცნო აღნიშნული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს აგრო-ლოჯისტიკური კვანძის შექმნას და აგროცენტრის დაარსებას. აღნიშნულით სარგებლობა შეეძლებათ ადგილობრივ ფერმერებს.  პროექტი ეხება ასევე ტურიზმის დარგში მოღვაწე ტურისტულ კომპანიებს, ამასთანავე  მოხდება ამ სფეროთი დაინტერესებული პირების გადამზადება.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
სპორტი
გაზეთი ბოლნისი

დრიფტი ბოლნისში