შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბოლნისში შვეიცარიის ელჩი იმყოფებოდა

საზოგადოება
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://bolnisi.ge/?p=20425 
 09 მარტი 2019

ჩვენს რეგიონში პირველი სამუშაო ვიზიტი ჰქონდა შვეიცარიის ახლადდანიშნულ ელჩს საქართველოში პატრიკ ფრანზენს, რომელმაც ელჩ რუთ ჰაბერთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახლად აშენებული ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტი მოინახულა. შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლობით დელეგაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა უმასპინძლა.
სულ საქართველოს მასშტაბით 6 ვეტ-ზედამხედველობის პუნქტი ფუნქციონირებს, აქედან სამი ქვემო ქართლის რეგიონში მდებარეობს.
ბოლნისის ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტი ფუნქციონირებას მაისის დასაწყისში დაიწყებს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა საპატიო სტუმრებს სიტყვით მიმართა და განხორციელებული პროექტის გამო მადლობა გადაუხადა.
მოგესალმებით პატივცემულო ელჩო, დელეგაციის წევრებო,

,,მინდა პირველ რიგში მადლობა მოგახსენოთ დღევანდელი ვიზიტის გამო. ჩვენ გვესმის რამხელა მნიშვნელობის არის, როდესაც საქართველოში არსებული 6 ვეტზედამხედველობის პუნქტიდან, ერთი სწორედ ბოლნისში მდებარეობს. პროექტი თავისი მნიშვნელობით არის უნიკალური, ვინაიდან ადგილზე გვაქვს თანამედროვე ევროპული სტანდარტების ინფრასტრუქტურა, სადაც ცხვრისა და პირუტყვის დამუშავება ხდება პარაზიტებზე. 
ეს პროექტი კავკასიის ალიანსების პროგრამის ინიციატივით, მათთან თანამშრომლობით და თანადაფინანსების პრინციპით განხორციელდა და მინდა მადლობა მოგახსენოთ ამ შესაძლებლობისთვის. პროექტის განხორციელების შედეგად ფერმერები უფასოდ მოახდენენ ცხვრის გაბანებასა და პირუტყვის დამუშავებას. პრევენციული ღონისძიებები კი ცხვრის ხორცის ესპორტის ზრდას შეუწყობს ხელს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი, ასევე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება