შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გახარიას მუქარა: "ყველგან დავაყენებ აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხს"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39771 
 11 ივლისი 2019

შინაგან საქმეთა მინისტრის მორიგი მუქარა ამჯერად ტელეეთერიდან - მას შემდეგ რაც გიორგი გახარიამ პირდაპირ ვეთერში აღიარა, რომ აქციის დარბევის ბრძანებას ხელი პირადად მოაწერა, აღნიშნა, რომ ყველგან დააყენებს აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხს.

„ყველგან დავაყენებ აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხს. აქცია გარკვეულ მომენტში, კონკრეტული პოლიტიკოსების მოწოდების საფუძველზე გახდა ძალადობრივი. ეს რაც შეეხება ამ კომპონენტს, როდესაც აქცია, ეს არ იყო მშვიდობიანი. ამ ქვეყანაში ძალის გამოყენებით, ჩვენ არავის აღარ მივცემთ საშუალებას, რომ მოხდეს პოლიტიკური შედეგების მიღწევა. სხვანაირად ჩვენ, ნორმალურ, დემოკრატიულ სახელმწიფოს ვეღარ ავაშენებთ," - ამბობს გახარია.

გიორგი გახარიას თქმით, აქცია არ იყო მშვიდობიანი, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ჰქონდა ადგილი და სამართალდამცავებმაც ადეკვატურად იმოქმედეს.

"ეს იყო პარლამენტში ძალისმიერად, შტურმის საშუალებით, ორგანიზებული ჯგუფების მიერ შეჭრის, რა მიზნით იყო შეჭრა პარლამენტში და ექნებოდა ამას თუ არა, პოლიტიკური შედეგები და გამოსავლები, ამაზე გამოძიებამ უნდა იმსჯელოს," - ამბობს მინისტრი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია